GE

ალექსანდრე მოსიძე

პროფესორი

ალექსანდრე მოსიძე

პროფესორი

a.mosidze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკის სპეციალობით. 2011 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1993-2007 წლებში მუშაობდა ESM-თბილისში მათემატიკის პროგრამის წევრად. 1993-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე მათემატიკოსისა და პროგრამისტის პოზიციებზე. 2004-2010 წლებში იყო ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში მათემატიკოსის თანამდებობაზე. 2005 წლიდან მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიწვეულ ექსპერტად ეროვნული ოლიმპიადისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯგუფში. 1999 წელს ავტორთა ჯგუფთან ერთად გამოსცა წიგნი "ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა ეკონომისტებისათვის", ფონდი "ევრაზია“. 2001 წელს გამოსცა სახელმძღვანელო ESM-თბილისის სტუდენტებისათვის "ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა", (თანაავტორი). 2008-2018 წლებში იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2018 წლიდან იკავებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობას.

განათლება

2010-2011 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დოქტორის აკადემიური ხარისხი
1988-1993 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

კალკულუსი (B)
გამოყენებითი სტატისტიკა (B)
ალბათობა და სტატისტიკა (B)
სტატისტიკა (M)
კვლევის მეთოდები (M)
მონაცემთა ანალიზი (M)
გარიგებები (M)
რაოდენობრივი კვლევის მეთოდები (D)