ბადრი გელიტაშვილი
ასოცირებული პროფესორი
ასოცირებული პროფესორი
ასოცირებული პროფესორი
1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობით - მათემატიკა. 1990-1992 წლებში ასწავლიდა მათემატიკას და ასტრონომიას მაღალმთიან სოფელ ღების საშუალო სკოლაში. 1993 წელს იყო ბიზნესის სკოლა ESM-თბილისის მიწვეული ლექტორი (საგანი - კალკულუსი). 1996 წელს ESM-სა და მოსბახის პროფესიულ აკადემიას (ბადენ-ვიურთემბერგი, გერმანია) შორის პარტნიორობის ფარგლებში, სტაჟირება გაიარა აღნიშნულ აკადემიაში ეკონომიკის მიმართულებით. 1996 წლიდან არის ბიზნესის სკოლა ESM-ის შემდგომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ეკონომიკის ლექტორი. 1997-1998 წლებში გერმანულიდან ქართულ ენაზე თარგმნა და ”ევრაზიის ფონდის” დაფინანსებით გამოაქვეყნა ულრიხ ფელისა და პეტერ ობერენდერის სახელმძღვანელო „მიკროეკონომიკის საფუძვლები“. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ტრენინგსა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში ეკონომიკის სწავლების მეთოდების გაუმჯობესების მიზნით - როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე უცხოეთში. იგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით.
1992-1997 - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი
1983-1990 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
მაკროეკონომიკა (B)
მიკროეკონომიკა (B)
ეკონომიკის საფუძვლები I (B)
ეკონომიკის საფუძვლები II (B)
საერთაშორისო ეკონომიკა (B)