დაჩი ჯუგაშვილი
ლექტორი
ლექტორი
ლექტორი
2014 წელს დაჩი ჯუგაშვილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მიენიჭა ინჟინერიის ბაკალავრის, ხოლო 2016 წელს ამავე ფაკულტეტის მშენებლობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალიზაციით. 2016 წლიდან მუშაობს სადისერტაციო კვლევაზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. 2011-2016 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის, თბილისის მერიისა და სოკარის სტიპენდიანტი. 2020 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ხოლო 2022 წლიდან თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2021 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მშენებლობის მიმართულებას. 2012 წლიდან აქტიურად მუშაობს სამშენებლო სფეროში პროექტირების, მშენებლობისა და ზედამხედველობის მიმართულებებით. 2022 წლიდან არის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიწვეული ექსპერტი.
2010 - 2014 წელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამშენებლო ფაკულტეტი - ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მშენებლობაში; 2014 - 2016 წელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამშენებლო ფაკულტეტი - მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალიზაციით; 2016 - დღემდე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - სადოქტორო პროგრამა ინჟინერიაში.
მასალათა გამძლეობა (B)
შენობის კონსტრუქციები და ანალიზი (B)