GE

დავით გაბელაია

ასოცირებული პროფესორი

დავით გაბელაია

ასოცირებული პროფესორი

d.gabelaia@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში. 2000 წელს მიიღო ამავე უნივერსიტეტის მათემატიკური ლოგიკის მაგისტრის ხარისხი. 2000-2001 წლებში სწავლობდა ამსტერდამის უნივერსიტეტის ლოგიკის, ენისა და გამოთვლების ინსტიტუტში, სადაც დაიცვა მაგისტრის ხარისხი ლოგიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებებით. 2005 წელს კი ლონდონის მეფის კოლეჯის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი ლოგიკის მიმართულებით. 2006-2018 წლებში იგი მუშაობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჯერ სამაგისტრო გამოცდების ლოგიკის განყოფილების უფროსად, შემდეგ საერთაშორისო კვლევების ეროვნულ კოორდინატორად, ბოლოს კი კვლევის განყოფილების ხელმძღვანელად. 2005 წლიდან იგი არის ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ლოგიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი და მკვლევარი. მისი კვლევის ძირითადი სფეროა მოდალური და ინტუიციონისტური ლოგიკის სივრცითი, სივრცე-დროითი და ალგებრული სემანტიკა. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და საკონფერენციო სერიების TbiLLC და ToLo თანაორგანიზატორი. 2012 წლიდან დავით გაბელაია თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და უძღვება ლოგიკისა და რაოდენობრივი და სივრცითი აზროვნების წესის კურსებს. ის ასევე საქმიანობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც ასწავლის ევკლიდეს გეომეტრიასა და გეომეტრიული სიმეტრიის ჯგუფების საწყისებს.

განათლება

2005 - ლონდონის მეფის კოლეჯი, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი, დოქტორის აკადემიური ხარისხი, სპეციალობა - ლოგიკა და გამოთვლები
2001 - ამსტერდამის უნივერსიტეტი, ლოგიკის, ენისა და გამოთვლების ინსტიტუტი, მაგისტრი, სპეციალობა - ლოგიკა
2000 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მაგისტრი, სპეციალობა - მათემატიკური ლოგიკა
1998 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ბაკალავრი

სასწავლო კურსები

ლოგიკა I (B)
ლოგიკა II (B)
რაოდენობრივი და სივრცითი აზროვნების წესი (B)
აზროვნების მათემატიკური წესი (B)