GE

დავით მარკოზაშვილი

ასოცირებული პროფესორი

დავით მარკოზაშვილი

ასოცირებული პროფესორი

d.markozashvili@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2006 წელს დაამთავრა ESM-თბილისი. 2012 წელს კი დაიცვა ბიზნესის მაგისტრის ხარისხი ბოსტონში, ჰალტის უნივერსიტეტში. 2022 წელს დაიცვა დისერტაცია თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებებში თემაზე: "იარაღის კონტროლი - განზრახვები და შედეგები" და გახდა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. 2017 წლიდან 2023 წლამდე მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე. 2013 წლიდან ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას და მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ პროექტში, როგორც ბიზნესის, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით. არის რამდენიმე სტარტაპის დამფუძნებელი და მფლობელი. 2013 წლიდან დავით მარკოზაშვილი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორია და ხელმძღვანელობს კურსებს ბიზნესის და სტრატეგიის მიმართულებით. 2023 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

განათლება

2022 - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, დოქტორის აკადემიური ხარისხი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით
2012 - Hult International Business School, მაგისტრის ხარისხი
2006 - ESM თბილისი, ბაკალავრის ხარისხი 

სასწავლო კურსები

ბიზნესის საწყისები (B)
ბიზნესი მოქმედებაში 1 (B)
ბიზნესი მოქმედებაში 2 (B)
ბიზნესი მოქმედებაში 3 (B)
სტრატეგიული მენეჯმენტი (B)
მარკეტინგული თამაში MARKSTRAT (B)
ბიზნესი (M)
სტრატეგიული მენეჯმენტი (M)
მარკეტინგული თამაში MARKSTRAT (M)