GE

დავით სულაქველიძე

პროფესორი

დავით სულაქველიძე

პროფესორი

d.sulakvelidze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1979-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში. 1981-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სისხლის სამართალში. 1996-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წამყვან სპეციალისტად. 1999-2012 წლებში იყო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლე, თავდაპირველად თბილისის საოლქო სასამართლოში, შემდეგ - საქართველოს უზენაეს სასამართლოში. 2013 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით. 2015 წლიდან არის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული გამოცემის - „გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის“ თანადამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს წევრი.

განათლება

1993 - საკანდიდატო დისერტაცია სისხლის სამართალში, სამართლის დოქტორი
1974-1979 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სასწავლო კურსები

სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი I (B)
სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი II (B)
სისხლის სამართლის კერძო ნაწილი I (B)
სისხლის სამართლის კერძო ნაწილი II (B)
სამართლის საფუძვლები (B)
დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემები (B)