GE

ეთერ ციგრიაშვილი

ასოცირებული პროფესორი

ეთერ ციგრიაშვილი

ასოცირებული პროფესორი

e.tsigriashvili@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. 1980-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ მეცნიერ-თანამშრომლად. იღებდა მონაწილეობას პროექტებში გადაწყვეტილებების მხარდამჭერი კომპიუტერული პროგრამების შექმნის კუთხით. პარალელურად დასაქმებული იყო სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტში, ოპტიმალური მართვის განყოფილებაში კითხულობდა ლექციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს საგანში "ოპერაციათა კვლევა". 1991-2008 წლებში იყო მართვის ევროპული სკოლის (ESM-თბილისი) ლექტორი. კითხულობდა ლექციებს საგანში "ოპერაციათა კვლევა" და აქტიურად იყო ჩართული პრაქტიკული მეცადინეობებისთვის კომპიუტერული პროგრამების შექმნის პროცესში. შემდეგ კითხულობდა ლექციებს და სემინარებს ფინანსურ აღრიცხვასა და კომპიუტერულ ბუღალტერიაში. 2008 წლიდან ასწავლის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში ფინანსურ და მენეჯერულ აღრიცხვას ჯერ ასისტენტ პროფესორის, ხოლო 2022 წლიდან ასოცირებული პროფესორის რანგში.

განათლება

1979 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

ფინანსური აღრიცხვა (B)
მენეჯერული აღრიცხვა I (B)