GE

გაგა ნიჟარაძე

პროფესორი

გაგა ნიჟარაძე

პროფესორი

g.nijaradze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით. 1985 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "მოტივაციური ფაქტორების გავლენა აზროვნების რიგითობაზე" და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში. 1983-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლისა და შემდგომ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციებზე. პარალელურად, 1996-2010 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“, კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. იგი ასევე აქტიურად ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2010 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი.

განათლება

1974-1979 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის სპეციალობა
1985 - დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მოტივაციური ფაქტორების გავლენა აზროვნების რიგითობაზე“

სასწავლო კურსები

ფსიქოლოგია (B)

პუბლიკაციები

Nijaradze, G. (2022). „მე“ - რეალური და წარმოსახული თვითშეფასება. კრებულში: თვითშეფასება - ცნობიერი და არაცნობიერი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. აზროვნების აკადემიის გამომცემლობა. 305-331.

Nijaradze, G. (2021). ჩვენი კულტურა: სტატისტიკა და დინამიკა. კრებულში: ნაფიქრალი (რედ. ე. მანია). აზროვნების აკადემია, 135-144.

Nijaradze, G. (2020) Front. Psychol. 30 april

Nijaradze, G. (2020). საქართველო და რუსეთის ორი იმპერია. ქართული კულტურა (ინტერნეტ-ჟურნალი, 15 სექტემბერი).

Nijaradze, G. (2015) ორ ზღვას შუა. „არილი“, 1-12.

Nijaradze, G. (2015). Attribution of the Owners of the cars of the different models. In: Proceedings, 5th International Scientific Conference “The Current Issues in Theoretical and Applied Psychology”, Yerevan, 505-509.

Nijaradze, G. (2013). Gender Ascription of Skype Emoticons: Pilot Research. In: Proceedings, 4th International Scientific Conference “The Current Issues in Theoretical and Applied Psychology”, Yerevan, 331-332.

Kachkachishvili, T., Mataradze, G., Nijaradze, G., Shubitidze. (2013). Labor Culture and Religious Discourse in Different Communities of Georgia. Tbilisi, Intelekti Publ.