GE

გიორგი ბასილაია

ასოცირებული პროფესორი; საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი

გიორგი ბასილაია

ასოცირებული პროფესორი; საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი

g.basilaia@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

გიორგი ბასილაია არის ინჟინერიის დოქტორი და ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი, რომელსაც აქვს 15 წლიანი გამოცდილება IT ინფრასტრუქტურის მართვასა და აკადემიურ საქმიანობაში.

2026 წლიდან ის არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

2020 წლიდან გიორგი ხელმძღვანელობს თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურებს, 2020 დან 2026 წლამდე იყო თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი.

უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამების ავტორობა:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო და ინფორმაციული სისტემების მართვის (DevOps) სამაგისტრო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი (2017-2021).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიკროელექტრონიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის თანაავტორი და თანახელმძღვანელი. (2013 - 2017).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2012-2015),
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი. (2017 - 2021).

2015 წლიდან მუშაობა დაიწყო კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრში აპარატურული ჯგუფის უფროსად. კარიერის საწყის ეტაპზე ხელმძღვანელობდა საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმური დაკვირვების ქსელს, სადაც მუშაობდა რთული IoT სისტემებისა და სენსორული ქსელების დანერგვაზე, მუშაობდა მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში ინჟინრის პოზიციაზე. 

გიორგი არის საერთაშორისო კონსორციუმ ISC2-ის წევრი. Google Scholar-ის მონაცემებით, მას გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ჯამში 3,480-ზე მეტჯერაა ციტირებული. მისი კვლევები ფოკუსირებულია ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე, ინფორმაციულ უსაფრთხოებასა და AI-ს პრაქტიკულ გამოყენებაზე განათლებაში.

გიორგი ბასილაიას მონაწილეობა აქვს მიღებული 18 საერთაშორისო კვლევით პროექტსა და გრანტში (NATO, USAID, ERASMUS+, ISTC, CRDF, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სხვ.)

განათლება

2000 - 2004 წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, სისტემების ინჟინერიის ბაკალავრი.
2005 - 2007 წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ინფორმატიკისა და კონტროლის სისტემების მაგისტრი.
2015 - 2019 წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების დოქტორი.
სადისერატაციო ნაშრომი: მონაცემთა შეგროვების სენსორული სისტემის შემუშავება ისტორიული ძეგლების კომპლექსური მონიტორინგისათვის.

სასწავლო კურსები

ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტი (B)