GE

გიორგი ბურჯანაძე

ასოცირებული პროფესორი

გიორგი ბურჯანაძე

ასოცირებული პროფესორი

G.Burjanadze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2009 წლიდან საქმიანობს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სახალხო დამცველის აპარატში და სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე და არის არაერთი ანგარიშის, დოკუმენტის, სასამართლო მეგობრის მოსაზრებისა და სარჩელის ავტორი. 2014-2018 წლებში იგი საქმიანობდა „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფონდში და ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებების პროგრამას. 2018-2023 წლებში ეკავა ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობა. 2023 წლიდან იგი აშშ-ს საელჩოში აგრძელებს საქმიანობას, იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე. 2015-2016 წლებში ასწავლიდა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში საკონსტიტუციო სამართლის კლინიკაში. 2012-2014 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. 2020 წლიდან ასწავლის თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში კონსტიტუციურ სამართალსა და ადამიანის უფლებებს. 2023 წლიდან ის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ადამიანის უფლებების მიმართულებით. არის სხვადასხვა აკადემიური სტატიის და მონოგრაფიის ავტორი/თანაავტორი. მისი ჩართულობით და მონაწილეობით წარიმართა არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმა, რომლებიც დაკავშირებული იყო კანონის უზენაესობასთან, მართლმსაჯულებასთან, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან და ადამიანის უფლებებთან. მისი მონაწილეობით ან/და ავტორობით მომზადდა ათეულობით კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე.

განათლება

2011-2012 - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, სამართლის დეპარტამენტი, შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრი
2009-2011 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სისხლის სამართლის მაგისტრი
2005-2009 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის ბაკალავრი 

სასწავლო კურსები

შესავალი ადამიანის უფლებათა სამართალში (B)
საკონსტიტუციო სამართალი - სახელმწიფო მოწყობა I (B)
საკონსტიტუციო სამართალი - სახელმწიფო მოწყობა II (B)