გიორგი ჯორჯაძე
პროფესორი
პროფესორი
პროფესორი
1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1981 წელს სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტში (მოსკოვი) მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი თეორიული და მათემატიკური ფიზიკის მიმართულებით, ხოლო 1997 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ჰამილტონური რედუქცია და დაკვანტვა სიმპლექტურ მრავალსახეობებზე“. 1979 წლიდან მუშაობს ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილებაში, სადაც მას ამჟამად უკავია მთავარი მეცნიერის თანამდებობა. 80-90-იან წლებში, კვლევითი მუშაობის პარალელურად, იგი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მაღალი ენერგიების თეორიული ფიზიკის მიმართულებით. 1987 წლიდან იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, ხოლო 1997-2000 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 90-იან წლებში, მისი ინიციატივით, საქართველოში ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია თეორიულ და მათემატიკურ ფიზიკაში, რაც გახდა საფუძველი, თბილისში შექმნილიყო UNESCO-ს მიერ დაფინანსებული საკონფერენციო ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებდა 2005 წლამდე. 2001-2010 წლებში მუშაობდა გერმანიის კვლევით ცენტრებში (DESY Zeuthen, MPI-AEI-Potsdam, Humboldt University) მიწვეულ მეცნიერად. 2011 წლიდან იგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად იგი აგრძელებს სამეცნიერო კვლევებს გერმანელ კოლეგებთან ერთად. 2018 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს პოტსდამის მაქს-პლანკის გრავიტაციული ფიზიკის ინსტიტუტთან. არის 75 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გამოქვეყნებულია მაღალ-რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში. მიღებული აქვს სხვადასხვა სამეცნიერო გრანტი და ჯილდო, რომელთაგან აღსანიშნავია გერმანული კვლევითი გრანტი: “VolkswagenStiftung” (2010-2012) და გერმანული გრანტი პროფესორებისთვის: “SFB Fellowship, 2016, DESY-Hamburg.
1970-1975 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა - თეორიული ფიზიკა
1981 - სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი (მოსკოვი), დოქტორის აკადემიური ხარისხი თეორიული და მათემატიკური ფიზიკის მიმართულებით
1997 - სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი (მოსკოვი), დოქტორის აკადემიური ხარისხი თეორიულ ფიზიკაში
ზოგადი ფიზიკის მათემატიკური მეთოდები (B)
მათემატიკური ანალიზი I (B)
მათემატიკური ანალიზი II (B)
თეორიული მექანიკა (B)
თეორიული ფიზიკის მათემატიკური მეთოდები (B)
მაღალი ენერგიების ფიზიკა (B)
თეორიული ფიზიკის მათემატიკური მეთოდები (M)
კვანტური მექანიკა (M)
კონფორმული ველის თეორია (M)
სიმის თეორია (M)
Jorjadze, G., Theisen, S. (2021). Canonical maps and integrability in TTbar deformed 2d CFTs. Proceedings of Symposia in Pure Mathematics, 103.1.
Jorjadze, G., Theisen, S. (2021). On the S-matrix of Liouville theory. JHEP, 02 111
Jorjadze, G., Theisen, S. (2021). Generating function for the S-matrix of Liouville theory. Proceedings of Science, Regio2020 013
Heinze, M., Jorjadze, G. (2017). Quantization of the AdS3 Superparticle on OSP/SL}(2,R). Nucl. Phys. B 915, 44-68
Heinze, M., Jorjadze, G., Megrelidze, L. (2017). Coset construction of AdS particle dynamics. J. Math. Phys. 58 no.1, 012301
Heinze, M., Jorjadze, G. Megrelidze, L. (2015). Isometry Group Orbit Quantization of Spinning Strings in AdS3 × S3. J. Phys. A 48 12, 125401
Jorjadze, G., Megrelidze, L. (2015). Gauge invariant quantization of AdS3 × S3 particle dynamics. Proceedings of A Razmadze Mathematical Institute 167 113-118.
Heinze, M., Hoare, B., Megrelidze, L., Jorjadze, G. (2015). Orbit method quantization of the AdS2 superparticle. J. Phys. A 48 31, 315403
ფროლოვი, ს., ჰაინცე, მ., ჯორჯაძე, გ., პლევკა., ი (2015). სტატიკური ყალიბი და ენერგიის სპექტრი ერთ-მოდიანი სიმისა AdS5× S5-ში (ფიზიკა)
Frolov, S., Jorjadze, G., Plefka, J. (2014). Static Gauge and Energy Spectrum of Single-mode Strings in AdS5 × S5. J. Phys. A. 47 085401
ჯორჯაძე, გ., კალუსიოსი, ქ., კეპულაძე, ზ. (2013). AdS x S ნაწილაკის დაკვანტვა სტატიკურ ყალიბში, (კლასიკური და კვანტური გრავიტაცია).