GE

გიორგი ჯუღელი

პროფესორი

გიორგი ჯუღელი

პროფესორი

g.jugeli@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი. 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიიღო მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი. 2005 წლიდან აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი, რომელიც მიენიჭა ბრემენის უნივერსიტეტში, გერმანია. 2008-2010 წლებში იგი ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის ფონდის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში იყო მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის (ჰამბურგი, გერმანია) მკვლევარი. აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება სამოქალაქო და საკორპორაციო სამართალში. 2010-2016 წლებში იყო USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტისა (EWMI-JILEP) და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (EWMI-PRoLoG) კომერციული სამართლის მრჩეველი. 2013-2016 წლებში იგი ასევე იყო გრენობლის მენეჯმენტის სკოლის თბილისის MBA პროგრამის მიწვეული პროფესორი კორპორაციულ მართვაში. არის სამი სამეცნიერო მონოგრაფიისა და არაერთი წიგნისა თუ სამეცნიერო სტატიის ავტორი და რედაქტორი საკორპორაციო, სამოქალაქო და საგადასახადო სამართლის განხრით. 2016 წლიდან EBRD-ის მხარდაჭერით შექმნილი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს იურიდიული მრჩეველია. 2015 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2021 წლიდან უკავია უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობა.

განათლება

2002-2005 - ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია. სამართლის დოქტორი
1995-2001 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა: სამართალმცოდნეობა
1993-1998 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები 

სასწავლო კურსები

სამეწარმეო სამართალი I (M)
სამეწარმეო სამართალი II (M)
შედარებითი სამეწარმეო სამართალი (M)
სამეწარმეო სამართალი (B)
შედარებით სამეწარმეო სამართალი (B)