GE

გიორგი მშვენიერაძე

ასისტენტ-პროფესორი

გიორგი მშვენიერაძე

ასისტენტ-პროფესორი

g.mshvenieradze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2005 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იგი არის იურისტი საჯარო სამართლის (კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართალი) მიმართულებით მუშაობის მდიდარი გამოცდილებით. 2005-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი და წარმომადგენელი. 2012 წელს მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მთავარ მრჩევლად. 2016-2020 წლებში იყო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) - თავმჯდომარე. 2022 წლის თებერვლიდან არის "დემოკრატიის მცველების" თავმჯდომარე. 2007 წლიდან ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას და მუშაობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 2013 წლიდან იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი, ხოლო 2018 წლიდან იკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ პოზიციას ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით.

განათლება

2005 - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

სამართლის საფუძვლები I (B)
სამართლის საფუძვლები II (B)
საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა I (B)
საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა II (B)