გიორგი ზაალიშვილი

ლექტორი

გიორგი ზაალიშვილი

ლექტორი

g.zaalishvili@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2000 წელს გიორგი ზაალიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალობით, ამავე სპეციალობით 2002 წელს მას მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2002-2012 წლებში გიორგი მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის, გენომის სტრუქტურის და ფუნქციის ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე. 2013 წლიდან დღემდე გიორგი არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქრომატინის ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი. ამავე უნივერსიტეტში მას მიყავს საბაკალავრო და სამაგისტრო კურსები მოლეკულურ ბიოლოგიაში. გიორგი არის ათზე მეტი პუბლიკაციის ავტორი მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში. მას ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში. გიორგის კვლევითი ინტერესები მოიცავს: დნმ-ის რეპარაციის, გენოტოქსიკური ანტისიმსივნური პრეპარატების მოქმედების, ქრომატინის სივრცული ორგანიზაციის და ანტი მიკრობული პრეპარატების ბაქტერიებთან ურთიერთქმედების მოლეკულური მექანიზმების შესწავლას.

2002 ბიოლოგიის მეცინიერებათა დოქტორი (მოლეკულური ბიოლოგიის და ბიოფიზიკის ინსტიტუტი). 2000 ბიოლოგიის მაგისტრის ხარისხი მოლეკულური ბიოლოგიის განხრით ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი). 1998 ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიაში (ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის ფაკულტეტი).

სასწავლო კურსები

ბიოლოგია (B)