გირშელ ძებნიაური
ასოცირებული პროფესორი
ასოცირებული პროფესორი
ასოცირებული პროფესორი
2004 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 2003-2005 წლებში გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრში სისხლის სამართლისა და სახელმწიფო სამართლის კურსები. 2004-2006 წლებში იყო ამავე ასოციაციის ადვოკატი (სისხლის სამართლის სპეციალიზაცია). 2006-2009 წლებში ეკავა სხვადასხვა პოზიციები საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. 2009-2012 წლებში იგი იყო ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილე. 2013 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ლიცენზირებული ადვოკატია საერთო სამართლის სპეციალიზაციით. 2019 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ტრენერი ადვოკატი - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. 2013 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი და ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის სამართლის კლინიკებს. 2022 წლიდან იკავებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას სისხლის სამართლის მიმართულებით.
2020 - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართალი/სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (ფაკულტეტის) სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
2004 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლმცოდენეობის სპეციალობა მაგისტრის ხარისხი.
სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი I (B)
სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი II (B)
სისხლის სამართლის პროცესი I (B)
სისხლის სამართლის პროცესი II (B)