GE

ჯესი ვოგლერი

პროფესორი; არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი

ჯესი ვოგლერი

პროფესორი; არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი

j.vogler@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

არის არქიტექტორი, გეოდეზისტი და განმანათლებელი, რომელიც კულტურული ლანდშაფტის შესასწავლის მიზნით აქტიურად ავითარებს სხვადასხვა პლატფორმასა და პროექტს.

იგი არის Tbilisi Archive of Transition (Niggli, 2018)-ის თანარედაქტორი და მისი სტატიები და ნამუშევრები წარმოდგენილია მრავალ ჟურნალსა და წიგნში, მათ შორის, ისეთ გამოცემებში, როგორიცაა: Journal for Architectural Education, Perspecta, Artforum, and Landscape Architecture Magazine.

2004 წელს მან University of California Berkeley-ს მაგისტრის ხარისხი მიიღო. მისმა სამაგისტრო თეზისმა საფოსტო სისტემის არქიტექტურასა და გეოგრაფიის შესახებ ეროვნული ჯილდო Postal Scholarship მიიღო. მას შემდეგ ის ფოკუსირებულია დიზაინის ალტერნატიული პედაგოგიკის და პლატფორმების შემუშავებაზე, რომელიც მოიცავს არქიტექტურას, ლანდშაფტს და ხელოვნების პრაქტიკას.

2004-2008 წლებში იგი იყო Texas Tech College of Architecture-ის ინსტრუქტორი, სადაც იგი ასევე მონაწილეობდა 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო წარმოების/სადემონსტრაციო ფართის მოწყობაში.

2008-2010 წლებში იგი ასწავლიდა ჩიკაგოს ილინოისის ტექნოლოგიის ინსტიტუტში - ალტერნატიული დიზაინის სკოლაში.

2013-2018 წლებში ჯესი ვოგლერი Washington University in St. Louis-ში ასწავლიდა. იგი იყო ასისტენტ-პროფესორი არქიტექტურისა და ლანდშაფტის არქიტექტურაში, ხელმძღვანელობდა მრავალ ლანდშაფტის მატერიალურობასა და პოლიტიკურობასთან დაკავშირებულ საველე პროგრამას.

2015 წელს ჯესი ვოგლერი იყო Fulbright-ის სტიპენდიანტი საქართველოში, სადაც მან პირველად დაიწყო თანამშრომლობა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან. იგი მონაწილეობდა VA[A]DS-ის სკოლის ახალი არქიტექტურის პროგრამის შემუშავებაში. 2018 წლიდან კი იგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი პროფესორი და არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის ფარგლებშიც აგრძელებს დიზაინის განათლების დისკურსისა და პრაქტიკის გაფართოებას საქართველოში.

განათლება

2004 - University of California Berkeley, მაგისტრის ხარისხი, თეზისი: "საფოსტო სივრცე: ტერიტორიები და დროებითობა"
2000 - Beloit College, Department of Physics, ბაკალავრის ხარისხი

სასწავლო კურსები

არქიტექტურული აზროვნება I, IV (B)
არქიტექტურული პროექტირების სტუდია III, IV, V (B)
არქიტექტურული პროექტირების სტუდია VII - სადიპლომო პროექტი (B)

პუბლიკაციები

Vogler, Jesse, Sumbadze, Nana, Sumbadze, Nodar and Sumbadze, Maya. (2023). Tusheti: Folk Architecture of the Caucasus 01. Editing, translation, and first-publishing of 1963 study by Longinoz Sumbadze.

Vogler, J., Colten, J. (2023). Commingling, or the mound called Sugarloaf. Counterpublic. Ed. James McAnally and Sarrita Hunn. March International Publishing.

Vogler, Jesse. (2023). Depth: Floodplain Media. Way Beyond Bigness. Ed. Derek Hoeferlin. ORO Editions: Applied Research + Design Publishing.

Vogler, Jesse, Blatter, Alisa, & Botnick, Ken. (2022). Attending to Unbuilding: The One Tree Project. Journal of Architectural Education (76:2)

Vogler, J., Colten, J. (2021). State of Repose. Forty-Five. A Journal of Outside Research. Acute Angles Imprint

Vogler, J., Vogler, E. (2019). Ditch Urbanism: Water Infrastructure in the Rio Grande Valley. Journal of Architectural Education (74:1)

Vogler, J., Colten, J. (2019). Significant and Insignificant Mounds. Mississippi: Anthropocene River. In association with the Haus der Kulturen der Welt (HKW)

Vogler, Jesse, Pranz, Sebastian, Tsereteli, Wato, Neuburg, Klaus, Weiss, Fabian, Soselia, Lexo. (2018). Tbilisi: Archive of Transition. Niggli: Salenstein, Switzerland. 

Vogler, Jesse. (2018). Boundary Maintenance. Architects Newspaper.

Vogler, Jesse. (2018). Testing Grounds: Retooling Tbilisi’s State Farm. Archive of Transition. Niggli: Salenstein, Switzerland

Vogler, J., Tsereteli, W. (2018). Sea. Archive of Transition. Niggli: Salenstein, Switzerland

Vogler, Jesse. (2017). [Dis]Incorporation: Further Notes on the Legal Concept of the City. Perspecta 50: Urban Divides. MIT Press.

Vogler, Jesse. (2016). Pan-American Trust: On Property, Speculation, and Boundary Maintenance at Tres Piedras Estates. Forty-Five. A Journal of Outside Research. Acute Angles Imprint

Vogler, Jesse. (2016). Limits of Closure. Ground Up Journal. Issue #5: Delineations. UC Berkeley College of Environmental Design Imprint

Vogler, J., Colten, J. (2016). Significant and Insignificant Mounds. Charting the American Bottom

Vogler, Jesse. (2016). Company Towns. Charting the American Bottom