GE

ლაშა ცერცვაძე

ასოცირებული პროფესორი

ლაშა ცერცვაძე

ასოცირებული პროფესორი

l.tsertsvadze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2015 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი საკორპორაციო სამართლის მიმართულებით. იგი იურიდიული ფირმა კოლიერს ლეგალის (Colliers Legal) მმართველი პარტნიორია, 2015 წლიდან ასევე არის იურიდიული ფირმა ეფ ელ ეს -ის (FLS Full Legal Service ) - ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. 2006 -2011 წლებში იკავებდა უფროსი იურისტის პოზიციას სს სილქ როუდ ბანკში, ხოლო 2012-2015 წლებში იყო პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსი და ხელმძღვანელობდა სასამართლო და სააღსრულებო მხარდაჭერის, პრობლემური აქტივების მართვის და ბანკის მიერ დასაკუთრებული აქტივების რეალიზაციის განყოფილებებს. 2022 წლიდან არის მეწარმეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონის სარედაქციო ჯგუფის წევრი და USAID -ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მოწვეული ექსპერტი სამეწარმეო სამართალში. იგი “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს ახალი კანონის (ძალაშია 2022 წლის 1 იანვრიდან) სარედაქციო ჯგუფის წევრია. არის დირექტორთა ვალდებულებების შესახებ მონოგრაფიის ავტორი, ასევე საკორპორაციო სამართლის სახელმძღვანელოს (USAID/JILEP) და სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს თანაავტორი (GIZ). 2014 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი, ხოლო 2021 წლიდან იკავებს ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას საფინანსო და ვალდებულებითი სამართლის მიმართულებით

განათლება

2015 - სამართლის დოქტორი საკორპორაციო სამართალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2011 - Master of Law & Business, Bucerius Law School & Who-Otto Beisheim School of Management Hamburg/Valendar/Germany
2009 - სამართლის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  
2007 - სამართლის ბაკალავრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

სასწავლო კურსები

საბანკო სამართალი (B)
გარიგების უზრუნველყოფისა და აღსრულების სამართალი (M)