GE

ლალი ეზუგბაია

პროფესორი

ლალი ეზუგბაია

პროფესორი

l.ezugbaia@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართველური ენების განხრით. 1999 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი თემაზე: „რიცხვის გამოხატვის სისტემა ზანურში“. 1996-2006 წლებში მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებაში უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2006-2013 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დირექტორი. 2000-2007 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში მოწვეულ ლექტორად. არის „ენის მოდელირების ასოციაციის“ (www.ena.ge) ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი 2006 წლიდან. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროებია: ლინგვისტიკა, კერძოდ, ქართველური ენების (მეგრულ-ლაზურის) გრამატიკა, სოციოლინგვისტიკა, კომპიუტერული ლინგვისტიკა. სამივე მიმართულებით კვლევის შედეგები ასახულია სამ მონოგრაფიასა და ათეულობით სამეცნიერო სტატია-მოხსენებაში. 2009 წლიდან დღემდე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. ის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის წევრია. დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით.“

განათლება

1999 - ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი
1983-1988 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

ქართული ენა და ქართველები (B)
წერის ხელოვნება (B)
აკადემიური წერა (M)
აკადემიური წერა (D)

პუბლიკაციები

ეზუგბაია, ლ.,  უთურგაიძე, თ., მანჯგალაძე, მ., სხირტლაძე, რ. (2018). ქართული ენის მოდელირების თანამედროვე მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივა. კავკასიის უნივერსიტეტის შრომები, თბილისი

ეზუგბაია, ლ.,  ქირია, ჭ., ჩუხუა, მ.  (2016). ჭანურის გრამატიკული ანალიზიდან ლაზურ-მეგრულის გრამატიკამდე: ლაზურისა და მეგრულის ურთიერთმიმართების ისტორიისათვის. From Grammatical analysis of Chan to Laz-Megrelian Grammar: towards the History of the Relationship of Laz and Megrelian, (HRPUB), Linguistics and Literature Studies, USA (HRPUB), Linguistics and Literature Studies (ISSN:2331-6438, Editor-in-Chief: Prof. Man-Sik Lee), pp. 360-381

ეზუგბაია, ლ., ქირია, ჭ., მემიშიში, ო., ჩუხუა, მ. (2015). მეგრულ-ლაზურის გრამატიკა I, მორფოლოგია. მონოგრაფია. გამომცემლობა „მერიდიანი“. თბილისი

ეზუგბაია, ლ. (2013). მესამე პირისა და ჩვენებითი ნაცვალსახელების მიმართებისათვის მეგრულ-ლაზურში. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, XLI, თსუ გამომცემლობა, თბილისი, გვ. 80-93

ეზუგბაია, ლ. (2013). გარდამავლობის საკითხისათვის მეგრულ-ლაზურში, ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, XII. თსუ გამომცემლობა, თბილისი, გვ. 105-110