GE

ლევან კალანდარიშვილი

ასოცირებული პროფესორი

ლევან კალანდარიშვილი

ასოცირებული პროფესორი

ბიოგრაფია

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტორის სპეციალობით. სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის და არქეოლოგიის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ქვის ხანის შემსწავლელ ექსპედიციებში ცუცხვათში, წონაში და გოდოგანში სადაც ასრულებდა აზომვით და გრაფიკულ სამუშაოებს. 1981-დან 1984 წლამდე მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის "თბილქალაქპროექტი" V არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორის თანამდებობაზე. მუშაობდა კიბალჩიჩის ხევის, იყალთოს გორის მოშენების პროექტებზე. იღებდა მონაწილეობას მსხვილბლოკოვანი 9-სართულიანი სახლების პროექტების შედგენისათვის გამოცხადებულ შიდასაინსტიტუციო კონკურსში. 1984-1987 წლებში გაიარა ასპირანტურის სრული კურსი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ქალაქგეგმარების და სოფლის დასახლებული ადგილების დაგეგმარების მიმართულებით, თემა „სოფლის დასახლებული ადგილების გეგმარებითი სტრუქტურა ექსტრემალურ პირობებში ჯავახეთის მაგალითზე“. 1992-1996 წლებში იყო "კავკასიური მოგზაურობის" ("Caucasus Travel") დამფუძნებელი და ურბანული და კულტურული მიმართულების პროგრამების შემდგენელი. 2014-2019 წლებში იკვლევდა: ქართული არქიტექტურული მოდერნიზმის ისტორიას პროექტის „ქართული მოდერნიზმი ევროპული კულტურის ნაწილი“ ფარგლებში („თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი (CCA-T)"); საქართველოს ინდუსტრიულ მემკვიდრეობას ჭიათურა-ზესტაფონი-ფოთის ინდუსტრიული წრედის მაგალითზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ჩარჩოებში; იტალიელი არქიტექტორების მოღვაწეობას საქართველოში იტალიის საელჩოს და ჟურნალ „არილის“ ერთჯერადი ნომრის პუბლიკაციისთვის; XX საუკუნის ოციანი წლების საბინაო არქიტექტურას გერმანულ-ქართული ერთობლივი პროექტისთვის Tbilisi – Archive of Transition („Tbilisi Utopias Realized and Unrealized“); კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით მოამზადა ორი პუბლიკაცია საქართველოს კინოთეატრების არქიტექტურის შესახებ 20-იან და 30-იან წლებში (წიგნები გამოიცა 2021 და 2022 წლებში); გოეთეს ინსტიტუტის პროექტის „ხვალის ქალაქი“-ს ფარგლებში მოამზადა სტატია საქართველოში კონსტრუქტივისტული მიმდინარეობის გავლენის შესახებ. 2016-2017 წლებში თანაავტორებთან ერთად გაიმარჯვა გუდიაშვილის მოედანზე „შემავსებელი“ შენობის პროექტისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. 2019 წლიდან იგი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის მოწვეული ლექტორია, ხოლო 2023 წლიდან იკავებს ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას.

განათლება

1987 - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ასპირანტურა
1980 - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

ურბანული განვითარების ისტორია (B)

კალანდარიშვილი, ლ. (2026). ხალხური საცხოვრებლის ტიპები საქართველოში, ლონგინოზ სუმბაძე. თარგმანი და რედაქტირება, გიორგი მარგიშვილთან, ჯესი ვოგლერთან და ნოდარ სუმბაძესთან ერთად.

კალანდარიშვილი, ლ. (2025). ტიპოლოგია – ტაშკენტი, გენუა, თბილისი, კასაბლანკა. Review IV, October 2025. ესეს თანაავტორი ჯესი ვოგლერთან ერთად. რედაქტორები: ემანუელ კრისტი, ვიქტორია ისტონი, კრისტოფ განტენბაინი, ჯულიო გალასო, მარია მარგარიტა ინოჩენტი და ელიზავეტა მარია კრიმანი. Park Books, Switzerland, 296 pp., 80 ფერადი და 950 შავ-თეთრი ილუსტრაციით. ISBN 978-3-03860-408-2.

კალანდარიშვილი, ლ. (2025). არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე: ლადო ალექსი-მესხიშვილი. ძირითადი ტექსტის ავტორი. TBC, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა. ISBN 978-9941-8-7208-2.

კალანდარიშვილი, ლ. (2024). თუშეთი: ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების სერია. ქართული ვერსიის კორექტორ-რედაქტორი. ISBN 978-9941-8-6275-5.

კალანდარიშვილი, ლ. (2022). „მშრალ კედლებში დაფარული ნამდვილი არქიტექტურა“ – ინტერვიუ ლევან კალანდარიშვილთან. Homeis.ge, 10 February 2022.

კალანდარიშვილი, ლ. (2022). „კონსტრუქტივიზმი საქართველოში“. In: სოციალიზმის შენება საქართველოში. რედაქტორები: ნინი ფალავანდიშვილი და ირინა ქურთიშვილი. რუბენ არევშატიანთან და გეორგ შოლჰამერთან ერთად. გოეთეს ინსტიტუტი – საქართველოს გამოცემა, პროექტის „ხვალის ქალაქი“ ფარგლებში. ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კალანდარიშვილი, ლ. (2022). „30-იანი წლების კინოს არქიტექტურა“. In: ქართული კინო – 1930–1940 წლებში. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის გამოცემა. მთავარი რედაქტორები: ნინო მხეიძე და არჩილ შუბაშვილი. ISBN 978-9941-8-3059-4.

კალანდარიშვილი, ლ. (2021). „კინოატელიე გუშინ, დღეს, ხვალ“. In: ქართული კინო – 1920–1930 წლებში. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის გამოცემა. მთავარი რედაქტორი: ლელა ოჩიაური. ISBN 978-9941-8-3059-4.