GE

ლიკა გოქსაძე

ასოცირებული პროფესორი; ინგლისური ენის მიმართულების კურატორი

ლიკა გოქსაძე

ასოცირებული პროფესორი; ინგლისური ენის მიმართულების კურატორი

l.goksadze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2010 წლიდან დღემდე ლიკა გოქსაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ინგლისური ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელია.

სწავლების პარალელურად ლიკა გოქსაძე ჩართულია ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, როგორც ტრენერი ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით. ის არის საშუალო სკოლის სახელმძღვანელოების და სატრენინგო პროგრამების თანაავტორი.

ლიკა გოქსაძეს გავლილი აქვს სატრენინგო კურსები სწავლების მეთოდიკაში როგორც საქართველოში, ისე, უცხოეთში (ინდიანას უნივერსიტეტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი და სხვა).

სხვადასხვა წლებში ასწავლიდა ინგლისურს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში.

2000 წელს ლიკა გოქსაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მაგისტრატურის კურსი ანგლისტიკის სპეციალობით, ხოლო 2006 წელს მას მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

განათლება

2006 - დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ასპექტის კატეგორია ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენათა მასალაზე"
1998-2000 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მაგისტრატურის კურსი ანგლისტიკის სპეციალობით 

სასწავლო კურსები

ინგლისური ენა (B)
ბიზნესის ინგლისური (B)