GE

მარიამ ზალდასტანიშვილი

ასოცირებული პროფესორი; ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულების კურატორი

მარიამ ზალდასტანიშვილი

ასოცირებული პროფესორი; ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულების კურატორი

m.zaldastanishvili@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1999-2000 წლებში სწავლობდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის ფაკულტეტზე. 2000 წლიდან სწავლა განაგრძო ბელგიაში, სადაც დაამთავრა ბრიუსელის სამეფო სამხატვრო აკადემია სახვითი გრაფიკის და წიგნის ილუსტრაციის განხრით. იგი არის მაგისტრი ხელოვნების პრაქტიკასა და თეორიაში. არის ასევე ბელგიის ფრანგულენოვანი პარლამენტის, ბელგიის მეცნიერების, ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიისა და ბრიუსელის მერიის სახელოვნებო პრემიების ლაურეატი. ასევე მონაწილეა ოთხი პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენის ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიასა და საქართველოში. ვიზუალური კომუნიკაციის სფეროში იგი თანამშრომლობს სხვადასხვა გამომცემლობებთან, მუზეუმებთან, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებთან. 2011 წლიდან სხვადასხვა პერიოდში ასწავლიდა წიგნის ილუსტრაციასა და მონაცემების ვიზუალიზაციას თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2017 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VA[A}DS) მოწვეული ლექტორი. ამჟამად იკავებს ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამის კურატორის პოზიციას და ამავე პროგრამის ფარგლებში ხელმძღვანელობს სტუდენტებს სადიპლომო საფეხურზე. 2022 წლიდან მას ასევე უკავია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აკადემიური თანამდებობა გრაფიკული და ბეჭდური დიზაინის მიმართულებით

განათლება

2010 - სპეციალიზაცია გრაფიკული და ვებ დიზაინის მიმართულებით
2006 - ბრიუსელის სამეფო სამხატვრო აკადემია, სახვითი, ვიზუალური და სივრცითი ხელოვნების ბაკალავრი (ილუსტრაციის სახელოსნო)
2004 - ბრიუსელის სამეფო სამხატვრო აკადემია, სახვითი, ხელოვნების პრაქტიკისა და თეორიის მაგისტრი
2003 - ბრიუსელის სამეფო სამხატვრო აკადემია, სახვითი, ვიზუალური და სივრცითი ხელოვნების ბაკალავრი (გრაფიკის სახელოსნო)
2000 - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, გრაფიკის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

მულტიმედია დიზაინი (B)
ბეჭდური მედია (B)
სადიპლომო პროექტის მომზადება (B)
სადიპლომო პროექტი (B)