GE

მარინა ქარჩავა

ასოცირებული პროფესორი; პრორექტორი სასწავლო პროცესის მართვის საკითხებში

მარინა ქარჩავა

ასოცირებული პროფესორი; პრორექტორი სასწავლო პროცესის მართვის საკითხებში

m.karchava@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

მარინა ქარჩავა არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო პროცესის მართვის საკითხებში. მონაწილეობს უნივერსიტეტის სასწავლო პოლიტიკის განსაზღვრაში, უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში. უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შეუფერხებლად მიმდინარეობას. 

ადმინისტრაციული საქმიანობის გარდა, მარინა ქარჩავა არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ოპერაციების მენეჯმენტში და მენეჯმენტის მეცნიერებაში, 35-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით.

მისი პროფესიული ინტერესების სფეროები არის გადაწყვეტილების მეცნიერება, ოპერაციების მენეჯმენტი, ბიზნესის განათლების მეთოდოლოგია და შინაარსი.

1992 წლიდან ჩართულია ბიზნესის განათლების სფეროში საქართველოში. ის იყო პრორექტორი საქართველოში პირველ კერძო ბიზნესის სკოლაში - ESM-თბილისში, რომელიც ამჟამად არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ნაწილი.

წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ხარისხი მათემატიკის მიმართულებით. გავლილი აქვს გადაწყვეტილების მიღების, პედაგოგიური და ოპერაციების მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამები.

ბიზნესის განათლებაში ჩართვამდე მუშაობდა უფროს მეცნიერ თანამშრომლად გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, სადაც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი სისტემების შექმნის პროექტებში.

2012-2014 წლებში იყო ყაზახეთში, კერძო უნივერსიტეტ KAZNEU-ს, მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2015- 2021 წლებში იყო უმაღლესი განათლების რეფორმების ექსპერტი ერაზმუს+ საქართველოსთვის. აქვს პუბლიკაციები სტატიებისა და სახელმძღვანელოს სახით.

განათლება

2006 - ჰარვარდის ბიზნესის სკოლა, მონაწილეზე ორიენტირებული სწავლების კოლოქვიუმი
1991-1993 - გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, გადაწყვეტილების მიღების სისტემებში გამოყენებითი მათემატიკის სადოქტორო პროგრამა
1975-1980 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

ოპერაციები მენეჯმენტი (M)
სერვისის მენეჯმენტი (M)
სერვისის მენეჯმენტი (B)