მიხეილ მირაშვილი
ასოცირებული პროფესორი
ასოცირებული პროფესორი
ასოცირებული პროფესორი
მიხეილ მირაშვილი 2005-2009 წლებშ სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ფილოსოფიის მიმართულებით. 2009 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო ნაშრომში "სული და მიზეზ-შედეგობრივი მიმართება იოანე პეტრიწის 'განმარტებაი'-ს მიხედვით". 2009-2011 წლებში იმავე უნივერსიტეტში სწავლობდა ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. 2011 წელს მიიღო კლასიკური ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი სადიპლომო ნაშრომში "პლატონის 'პარმენიდე' და მისი კვალი (ნეო)პლატონიზმში". 2011 წლიდან არის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც კითხულობდა 'კრიტიკული აზროვნების' კურსს. ამჟამად მისი სასწავლო კურსებია ფილოსოფია, ლოგიკა და არგუმენტაციის ხელოვნება.
2025 წლიდან იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ პოზიციას ბერძნულ-რომაულ ფილოლოგიაში.