GE

ნანკა მიქაბერიძე

ლექტორი

ნანკა მიქაბერიძე

ლექტორი

n.mikaberidze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2008 წელს ნანა მიქაბერიძემ დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი
სოციალური მეცნიერებები (ეკონომიკა) სპეციალობით +კორეული ენა , 2009 წელს
თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში დაასრულა მაგისტრატურა საერთაშორისო
ურთიერთობების სოციალური მეცნიერებების სპეციალობით. ნანა მიქაბერიძე 2009
წლიდან თავისუფალ უნივერსიტეტში შეასწავლის კორეული ენასა და ლიტერატურას.
2010 წელს პირველი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა კორეის რესპუბლიკის ქალაქ
სეულში Kyung Hee University -ს უნივერსიტეტში. 2012 წელს იგი კვლავ გამეგზავრა
კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში და Pai Chai University - ში სადაც გაიარა
საერთაშორისო კორეული ენის მასწავლებლების პროგამა. ამავე წელს კორეის
რესპუბკლიკის ქალაქ სეულში მსოფლიო ტურიზმის გამოფენაზე, მან პირველად
წარადგინა საქართველო. 2015 წელს კორეის ფონდის მხარდაჭერით და თავისუფალი
უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩაატარა პირველი საერთაშორისო ვორქშოპი
კორეისტიკის მასწავლებლებისთვის კავკასიის რეგიონში. 2016 წელს დანიის ქალაქ
კოპენჰაგენში, მონაწილეობა მიიღო EAKLE მე-6 ევროპული ასოციაციის კორეული ენის
განათლების სემინარში ხოლო იმავე წელს ჩაატარა „კორეული მეტყველების პირველი
კონკურსი კავკასიის რეგიონში“.
2017 წელს ნანა მიქაბერიძემ გამოსცა ცნობარი „შეიგრძენი კორეა“. 2017 წელს ჩაატარა
„კორეული მეტყველების მეორე კონკურსი კავკასიის რეგიონში“ და „კორეული
კვლევების პირველი კონფერენცია ახალი თაობებისთვის“. 2019 წელს კორეის
რესპუბლიკის ქალაქ სეულში, საზღვარგარეთ კორეელი მასწავლებლების „მე-17
საერთაშორისო პროგრამაში“ გაიარა მასწავლებლის სასერტიფიკატო პროგრამა. იმავე
წელს კორეის ფონდის მხარდაჭერით და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით
ჩაატარა კავკასიის კორეისტიკის მასწავლებელთა მე-4 კონფერენცია.
2020 წელს მონაწილეობა მიიღო „ საზღვარგარეთ კორეელი მასწავლებლების მე-18
საერთაშორისო კონფერენციში. ასევე ამ წელს გაირა „მსოფლიო კორეული ენის
მასწავლებლების“პროგრამა. 2021 წელს „საზღვარგარეთ კორეელი მასწავლებლების მე-
19 საერთაშორისო კონფერენციში“ მიიღო მონაწილეობა. 2021 წელს კორეული ენის
ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიარა „კორეული ენის უცხოელი სპეციალისტის
მოწვევის ტრენინგი“.
2021 წელს ნანა მიქაბერიძის ავტორობით გამოიცა პირველი კორეულ-ქართული
ლექსიკონი. 2021 წელს Kyung Hee University - ის პროფესორთან ერთად ჩაატარა
კვლევა თემაზე – „კორეული ენის განათლების ამჟამინდელი მდგომარეობა
საქართველოში“. 2022 წელს მონაწილეობა მიიღო „მე-20 საერთაშორისო საზღვარგარეთ"

2008 წ. თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი სოციალური მეცნიერებები (ეკონომიკა) და კორეული ენა;
2009 წ. თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი საერთაშორისო ურთიერთობების სოციალური მეცნიერებების მაგისტრატურა.

სასწავლო კურსები

კორეული ენა (BA)
ბიზნეს კორეული ენა (BA)
კორეული ლეგენდები (BA)
შორეული აღმოსავლეთის ლიტერატურა (BA)