GE

ნატალია ლომაძე

ასოცირებული პროფესორი

ნატალია ლომაძე

ასოცირებული პროფესორი

n.lomadze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1991 წელს ნატალია ლომაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკოსის სპეციალობით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მენეჯერთა სკოლაში უმცროს მეცნიერ-მუშაკად. 1992 წლიდან მუშაობდა ლექტორად მართვის ევროპულ სკოლა ESM-ში, სადაც მიყავდა ისეთი კურსები, როგორიცაა წრფივი ალგებრა, ინფორმატიკა, ახლად შემოსული ტექსტური რედაქტორი Word Perfect და სხვ. 2011 წლამდე ნატალია პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებში, მათ შორის, „ერნსტ & იანგ აუდიტსა“ (აუდიტორი) და „მოტოროლა ლიმითედის წარმომადგენლობაში საქართველოში“ (ფინანსური და ადმინისტრაციული კოორდინატორი). 2011 წლიდან ნატალია შეუერთდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს, სადაც ის დღემდე კითხულობს ლექციებს სხვადასხვა საგნებში მენეჯმენტსა და ბუღალტერიაში.

განათლება

1986-1991 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიბერნეტიკის და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი; 1995წ. USAID-ის პედაგოგთა ტრეინინგი ორგანიზაციულ განვითარებაში, მარკეტინგულ და ფინანსურ მენეჯმენტში; 1999-2001 წწ. - თბილისის ეკოლოგიურ-ეკონომიური ინსტიტუტი, სპეციალობა: ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტი და საბანკო საქმე; 2002წ. ბუღალტერთა ფედერაცია: საერთაშორისო ფინანსური რეპორტინგის სტანდარტები (IFRS), სერტიფიცირებული აუდიტორი

სასწავლო კურსები

ოპერაციების მართვა(B,M);
შიდა კონტროლის პროცესი (B);
წარმოების მართვა (B,M);