GE

ნინა კულიკოვა

ლექტორი

ნინა კულიკოვა

ლექტორი

n.kulikova@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

პროფ. ნ. კულიკოვა სპეციალობით არის იმუნოლოგი. 2001 - 2014 წლებში ის მუშაობდა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის, იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრაზე. იმ პერიოდში მისი კვლევითი ინტერესები ეხებოდა B ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის იმუნოპათოლოგიას. ეს კვლევა ტარდებოდა ჯერ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL, London, UK) იმუნოლოგიის და მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენთან ერთად, მოგვიანებით კი - ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან ერთად (UoW, London, UK). 2014 წლიდან ნ. კულიკოვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის (საუ) პროფესორია და უჯრედული იმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ასევე ნ.კულიკოვა საუ-სა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია. ბოლო წლებში მისი კვლევითი ინტერესები ძირითადად ორ თემატიკაზეა ფოკუსირებული: 1. არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის in vitro მოდელის გამოყენებით ცხიმების მეტაბოლიზმზე რეზვერატროლის გავლენის შესწავლა. 2. ლეიცინის საფუძველზე ფსევდო-პროტეინული ფირების შესწავლა ბიოსამედიცინო ამოცანებისათვის გამოყენების მიზნით.

განათლება

1994-1998 - ბიოლოგიის ბაკალავრიატი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1998-2000 - მაგისტრატურა იმუნოლოგიაში, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2003 წელი - სადოქტორო დისერტაცია იმუნოლოგიაში, ხელმძღვანელი- პროფ.ნ.ფორაქიშვილი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

სასწავლო კურსები

ბუნებისმეტყველება (B)