GE

ქეთევან კობახიძე

ასისტენტ-პროფესორი

ქეთევან კობახიძე

ასისტენტ-პროფესორი

k.kobakhidze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2002-2006 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში საერთაშორისო კერძო სამართლის სპეციალობით. 2010 წელს მოწვეული მკვლევრის სტატუსით იმყოფებოდა მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში (ჰამბურგუი, გერმანია). მას გავლილი აქვს ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სწავლებისა და სწავლის ინსტიტუტის სრული კურსი სამართლის სწავლებაში. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საჯარო სამართლის სექტორის უფროსი და მთავარი მრჩეველი. 2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტის პოზიციაზე. 2009-2010 წლებში იკავებდა სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში სტრატეგიული განვითარებისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. 2011 წლიდან იგი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში კერძო სამართლისა და სამართლის მეთოდების განხრით კითხულობდა ლექციებს. 2012-2014 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სპიკერი-ტრენერი. 2019 წლიდან იკავებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობას. აქვს სხვადასხვა უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.  

განათლება

2002 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
2016-2017 წლებში მან ასევე წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და გაიარა სამოსამართლო კანდიდატთა მომზადების პროგრამა.

სასწავლო კურსები

შესავალი სამოქალაქო სამართალში (B)
სამართლის მეთოდები (B)
ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი (B)
საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი (B)