ქეთევან მესხიშვილი
პროფესორი
პროფესორი
პროფესორი
2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2011 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა სამართლის დოქტორი. არის არაერთი სამეცნიერო სტატიისა და წიგნის ავტორი, თანაავტორი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და შრომის კოდექსის კომენტარების თანაავტორი. 2008 წლამდე მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც სხვადასხვა დროს ეკავა თარჯიმნის, უფროსი სპეციალისტის, კონსულტანტისა და თანაშემწის პოზიციები. 2008-2010 წლებში იყო კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დეპარტამენტის დირექტორი, 2004 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, 2014 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორია. ქეთევან მესხიშვილი უძღვება არაერთ სასერტიფიკატო კურსსა და გადამზადების პროგრამას იურისტებისათვის, ადვოკატებისათვის, მოსამართლეებისათვის. გავლილი აქვს მრავალი პრაქტიკული კურსი, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო ცენტრში (ტოტონტო, იტალია), დრეზდენის უმაღლეს სასამართლოში (დრეზდენი, გერმანია), ზაარბრუკენის ევროპის ინსტიტუტში (ზაარბრუკენი, გერმანია), სტენფორდის უნივერსიტეტში (კალიფორნია, აშშ) და ა. შ. იგი 2010 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეა.
2011 - დისერტაცია სამართალმცოდნეობის სპეციალობით, თემაზე: „მაგისტრატი მოსამართლეების განსჯადი სამოქალაქო საქმეების მატერიალურ-პროცესუალური ანალიზი"
1999-2004 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
ვალდებულებითი სამართალი - პრაქტიკული კურსი (M)
სახელშეკრულებო სამართალი - პრაქტიკული კურსი I (M)
სახელშეკრულებო სამართალი - პრაქტიკული კურსი II (M)
სამოქალაქო სამართლის პროცესი - ზეპირი და წერილობითი უნარჩვევები (M)