GE

ტრისტან ჯინჭარაძე

პროფესორი

ტრისტან ჯინჭარაძე

პროფესორი

t.jincharadze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1985 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1985-1989 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ერთობლივად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტსა და ვილნიუსის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1989 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე ჯერ მასწავლებლის, შემდეგ კი დოცენტის თანამდებობაზე. იყო კათედრის სწავლული მდივანი. 1997 წლიდან მუშაობა დაიწყო ESM-თბილისში ფინანსებისა და აღრიცხვის პროგრამების პროფესორის თანამდებობაზე. 2005-2006 წლებში იყო გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) მათემატიკის კომისიის წევრი, ხოლო 2006-2010 წლებში - საკონსულტაციო კომპანია "AG პროფესიული კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი" პარტნიორი, მენეჯერული აღრიცხვის მიმართულების ხელმძღვანელი.
2004-2011 წლებში იყო საკონსულტაციო კომპანია "მენეჯმენტის მრჩეველთა ჯგუფი (მმჯ)" დირექტორი, დამფუძნებელი, ფინანსებისა და აღრიცხვის მიმართულების ექსპერტი. იგი არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი მათემატიკის, ეკონომიკის და ბიზნესის მიმართულებით. 2008 წლიდან დღემდე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ფინანსების მიმართულებით.

განათლება

1989 - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი
1980-1985 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 

სასწავლო კურსები

ხარჯთაღრიცხვა (C)
ბიუჯეტირება (C)
ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვა (C)
ფინანსური აღრიცხვა (B)
მენეჯერული აღრიცხვა 1 (B)
მენეჯერული აღრიცხვა 2 (B)
მენეჯერული აღრიცხვა (M)
ბიუჯეტირება (M)