GE

წათე ბაწაში

პროფესორი

წათე ბაწაში

პროფესორი

t.batsashi@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სპეციალობა – ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე. 1988 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში ეთნო–რელიგიური პროცესები“ და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1972–2010 წლებში იყო აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1994–2004 წლებში იყო პირველი მდივანი საქართველოს გენერალურ საკონსულოში თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონი. 1972 წლიდან აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში სამეცნიერო–კვლევით საქმიანობასთან აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ასწავლიდა შემდეგ კურსებს: მსოფლიოს, ახლო აღმოსავლეთის, თურქეთის, საქართველოს ისტორიას და თურქულ ენას (პრაქტიკულს), აგრეთვე სინქრონულ თარგმანს.
1994 წლიდან 2004 წლამდე ეკავა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაბზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოში დიპლომატიური თანამდებობები. 2004 წელს თბილისში დაბრუნების შემდგომ გააგრძელა მუშაობა აღმოსავლეთმცოდნეობისა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტებში და სხვა უნივერსიტეტებში. 2009 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი თურქული ენის მიმართულებით. იგი არის ოცდაათზე მეტი სამეცნიერო სტატიის და ოთხი მონოგრაფიის ავტორი.

1988 - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
1972 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სპეციალობა – ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე 

სასწავლო კურსები

თურქული ენა (B)
ბიზნესის თურქული ენა (B)