ზაალ ჩხეიძე
ასისტენტ-პროფესორი
ასისტენტ-პროფესორი
ასისტენტ-პროფესორი
2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 2004 წლის შემდეგ ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელოვნებისა და ლიტერატურის მასწავლებლად რამდენიმე კერძო სასწავლებელში, მათ შორის: "აიეტში“, "ქართულ სასწავლებელში“, "ნიუტონში“. პარალელურად კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ლიტერატურის შესახებ "კანტის აკადემიაში“, "მწერალთა სახლში“, "აზროვნების აკადემიაში“. 2011-2015 წლებში იყო ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრის“ მთავარი რედაქტორი. 2022 წლიდან არის ჟურნალის, "ჰუმანიტარული განათლება სკოლაში“, რედკოლეგიის წევრი. 2013 წლიდან არის სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსისა და პრემიის, მათ შორის, რუსთაველის სახელმწიფო პრემიისა და "მაჩაბელის“ ჟიურის წევრი. 2007 წლიდან თანამშრომლობს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებთან და ქართულ გამომცემლობებთან. მისი წერილები და თარგმანები ქვეყნდება როგორც ლიტერატურულ პრესაში, ისე გამოიცემა წიგნებად. თარგმნილი აქვს: არტურ კონან დოილის, ჩარლზ ბუკოვსკის, ალექსანდრე დიუმას (შვილის), ფრანსუაზა საგანის, მარგერიტ დიურასის რომანები; მარკ ტვენის, უილიამ საროიანის, ანდრე მორუას მოთხრობები; იაპონური, ამერიკული, ესპანური და ლათინოამერიკული პოეზიის ნიმუშები. 2010-2011 წლებიდან არის ლექტორი თბილისის თავისუფალ და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტებში. 2018 წლიდან კი იკავებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ლიტერატურისა და ხელოვნების მიმართულებით.
2007 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ფილოლოგიის მაგისტრი
2004 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, ბაკალავრი
ლიტერატურა და ხელოვნება (B)
Libri Magni I (B)
Libri Magni II (B)
Libri Magni VIII (B)