GE

ზაზა გამეზარდაშვილი

ასოცირებული პროფესორი

ზაზა გამეზარდაშვილი

ასოცირებული პროფესორი

z.gamezardashvili@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. 1988–2006 წლებში იყო ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. 2006-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმატიზაციის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე. 2006-2007 წლებში იყო საქართველოს საერთო სასამართლოების ერთიანი ქსელის შექმნის პროექტის ხელმძღვანელი (გაეროს გრანტი). 2006-2008 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორი. 2009-2018 წლებში იყო ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადის ჟიურის წევრი ინფორმატიკაში (ყაზახეთი). 2002 წლიდან არის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების მწვრთნელი ინფორმატიკაში (7 ოქროს, 10 ვერცხლის და 36 ბრინჯაოს მედალი საერთაშორისო ოლიმპიადაზე). 2009 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ხოლო 2020 წლიდან კი ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ალგორითმებისა და მონაცემთა სტრუქტურების მიმართულებით.

განათლება

1988 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიბერნეტიკის და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები (B)
კომპიუტერული არქიტექტურა (B)