GE

ზაზა გელაშვილი

ასოცირებული პროფესორი

ზაზა გელაშვილი

ასოცირებული პროფესორი

z.gelashvili@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1996-1997 წლებში მუშაობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მათემატიკის, მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის ლექტორად. 1999-2001 წლებში იყო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საგადასახადო საქმის ლექტორი, ხოლო 2004-2005 წლებში მიჰყავდა მენეჯერული ეკონომიკისა და ბიზნეს სტატისტიკის სასწავლო კურსები ინტერდისციპლინარულ სწავლებათა ევროკავკასიურ უნივერსიტეტში. 2004-2005 წლებში იყო საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს მიერ ორგანიზებული ეკონომიკის საფუძვლებისა და მაკროეკონომიკის დისტანციური სწავლების პროგრამის წამყვანი. 1998 წლიდან ასწავლის ეკონომიკის საფუძვლების, მიკრო და მაკროეკონომიკის, კორპორაციული ფინანსების კურსებს ESM-თბილისში და შემდგომში თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. ამჟამად იგი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ეკონომიკის მიმართულებით.

განათლება

2005 - მენეჯმენტის მასწავლებელთა საერთაშორისო აკადემია (IMTA-CEEMAN, სლოვენია) 
1990 - თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 

სასწავლო კურსები

ეკონომიკის საფუძვლები I (B)
ეკონომიკის საფუძვლები II (B)
მიკროეკონომიკა (B)
მაკროეკონომიკა (B)
კორპორაციული ფინანსები I (B)
კორპორაციული ფინანსები II (B)
ეკონომიკა (M)
კორპორაციული ფინანსები (M)
ფინანსური ანალიზი (C)