GE

მიხეილ სონდერს

პროფესორი; შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

მიხეილ სონდერს

პროფესორი; შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

m.saunders@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტის გუნდთან ერთად, ახალი საინჟინრო პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიზანია საქართველოში შენობის სისტემების ინჟინერიის მიმართულებით არსებული ყველაზე სერიოზული დეფიციტის შემცირება. ამჟამად, შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია.

2001 წელს Canterbury University-ში (ახალი ზელანდია) ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით მიიღო. საინჟინრო სექტორში რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ დაბრუნდა კენტერბერის უნივერსიტეტში, რათა მიეღო მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო და მექანიკური ინჟინერიის ინტერდისციპლინურ სფეროში.

2005 წელს მაგისტრის ხარისხის მიღების შემდგომ, მან კვლევითი საქმიანობა University of Sao Paulo-ში (ბრაზილია) გააგრძელა და 2010 წელს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

2010 წლიდან საქართველოს ინჟინერიის სექტორში მოღვაწეობდა და 2018 წელს, კვალიფიციური ინჟინრების ნაკლებობის გამო, მან აკადემიურ სფეროში დაბრუნება გადაწყვიტა. თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გადმოსვლამდე, იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური სკოლის დირექტორი იყო.

განათლება

2005-2010 - სან-პაულოს უნივერსიტეტი, მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. თეზისი: "ურბანული დაგეგმარება და ტრანსპორტის ენერგიის მოხმარება"
2004-2005 - კენტერბერის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ინჟინერიაში
1998-2001 - კენტერბერის უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიაში

სასწავლო კურსები

შესავალი შენობის სისტემების ინჟინერიაში (B)
მშენებლობის მართვის პრინციპები (B)
საინჟინრო სისტემები I (B)
შენობის ინჟინერიის პროექტი (B)

პუბლიკაციები

SAUNDERS M. J., NAKASHIDZE L., LUGOVOI A. (2020). New Low-Cost Transport Planning Method for Small and Medium-Sized Cities in Developing Countries. Transportation Research Record. 2020;2674(9):922-932. doi:10.1177/0361198120933276

SAUNDERS, M. J. (2017). Green cities and sustainable urban transport in the CIS; best practice and lessons to be learnt, Belarus Green Cities Project Inception Conference, UNDP, Belarus, 4th to 6th July, 2017.