GE

თეა გვეტაძე

პროფესორი

თეა გვეტაძე

პროფესორი

t.gvetadze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტი. (პროფ. მიტო ხახუტაშვილის ჯგუფი). 1993-94 წლებში სწავლობდა ქ. ამსტერდამში, გერიტ რიტფელდის აკადემიაში. 1994-2000 წლებში სწავლობდა დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ კონრად კლაპეკის კლასში. მისი გამოფენები ეწყობა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო გალერეებსა და მუზეუმებში. მის პერსონალურ გამოფენებს ეკუთვნის “Room for many” (2024, დიანა ტამანესთან ერთად), ხელოვნების სახლი ტარტუ, ესტონეთი (2024), Iris Iberica, ლც-კვაისერი თბილისი (2022), სუბტროპიკული უშგული ლც-კვაისერი, თბილისი (2019), Becoming Thea Merlani, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ანტვერპენი, ბელგია (2018), ზედა წინსვლა, ნექტარ-გალერეა, თბილისი (2017). იგი ასევე მონაწილეობს მრავალ ჯგუფურ გამოფენაში. 2021 წლიდან იკავებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობას.

განათლება

1994-2000 - ქ. დიუსელდორფის სამხატვრო აკადემია პროფესორ კონრად კლაპეკის ჯგუფი

1993-1994 - ქ. ამსტერდამის გერიტ რიტფელდის აკადემია. 

1988-1993 - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტი. (პროფ. მიტო ხახუტაშვილის ჯგუფი)    

სასწავლო კურსები

ვიზუალური ხელოვნების სტუდია I (B)