GE

გიგა ბედინეიშვილი

პროფესორი; ბიზნესის სკოლის დეკანი

გიგა ბედინეიშვილი

პროფესორი; ბიზნესის სკოლის დეკანი

g.bedineishvili@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

აქვს 30-წლიანი პროფესიული გამოცდილება როგორც საინვესტიციო ბანკირს/კაპიტალის ანალიტიკოსს (Salomon Brothers/Citi) და კერძო კაპიტალის ფონდების მმართველს (Salford Capital Partners, DCM Decometal, Georgia Regional Development Fund). სხვადასხვა დროს მას აღმასრულებელი დირექტორის და ვიცე-დირექტორის, ბიზნესის განვითარების დირექტორის და ფინანსური დირექტორის პოზიციები ეკავა მსხვილ კომპანიებში (თიბისი ბანკი, RJ Reynolds, Growth Trend Partners).

კარიერის განმავლობაში 20-ზე მეტი ქართული, ამერიკული, ავსტრიული, ალბანური, სამხრეთ აფრიკული, ავსტრალიური და აზერბაიჯანული საჯარო და კერძო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს, საინვესტიციო და რისკის კომიტეტების წევრი და თავმჯდომარე ყოფილა/არის. ეს კომპანიები ათობით სხვადასხვა დარგში მოღვაწეობენ. მისი მანდატი ხშირად მათ ტრანსფორმაციას, და ზოგჯერ კი, რეაბილიტაციას მოიცავდა.

პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება სასწავლო აუდიტორიაში შეაქვს 1990-იანი წლებიდან და ბოლო წლებში კი, როგორც დეკანმა, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროგრამებშიც მაქსიმალურად ასახა.

მისი რწმენაა, რომ ბიზნესის წარმატებული ადმინისტრატორი არა მხოლოდ კომპანიის სხვადასხვა ფუნქციის ზედმიწევნით ცოდნით გამოირჩევა, არამედ ასევე კომპანიას ინვესტორის თვალით უყურებს და მისი ღირებულების მდგრადი, გრძელვადიანი ზრდითაა დაკავებული. ეს მიდგომა ბიზნესის სკოლის სწავლების მეთოდებშია ინტეგრირებული.

1984 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ხოლო 1994 წელს ბერკლის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა დაამთავრა. ბერკლიში სასწავლებლად 1992 წელს საქართველოში პირველმა მოიპოვა ამერიკის მთავრობის მიერ შემოთავაზებული ედმანდ მასკის სტიპენდია.

განათლება

1992-1994 - ბერკლის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა
1979-1984 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

კომპანიის შეფასება (B)
დერივატივები (B)
ბიზნესის შეფასება (M)
ფინანსური დერივატივები (M)
ფინანსური ანალიზი (M)