რევაზ ხოფერია
ასოცირებული პროფესორი; სამართლის სკოლის დეკანი
ასოცირებული პროფესორი; სამართლის სკოლის დეკანი
ასოცირებული პროფესორი; სამართლის სკოლის დეკანი
არის სამართლის დოქტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი.
მას აქვს საჯარო და კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის, იურიდიული მომსახურების, კონსულტირების და სასამართლო წარმომადგენლობის, კვლევისა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება.
სხვადასხვა დროს მონაწილეობდა GIZ-ის, EU-ს, CIM/ZAV-ის, OSI-ის, DAAD-ის, USAID-ის და მაქს პლანკის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ კვლევებსა და პროექტებში.
არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. მისი იურიდიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის ადმინისტრაციული და კერძო/ბიზნესის სამართალი.
2007-2008 - ბრემენის უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი LL.M.
2010-2017 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის დოქტორი
2000-2005 - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იურისტი, მაგისტრის ხარისხი
2000-2004 - სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტი, გერმანული ენის მთარგმნელობითი ფაკულტეტი, მთარგმნელ-თარჯიმნის აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატი
ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი (B)
განათლების სამართალი (B)
ხოფერია, რ. (2022). სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციური უფლებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების სტანდარტის დაცვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. სტატიათა კრებული: ,,ადამიანის უფლებათა დაცვა: საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება.” კრებული მომზადებულია EU-ს და OHCHR-ის მხარდაჭერით. რედაქტორი, კონსტანტინე კორკელია. თბილისი
ხოფერია, რ. (2021). აკადემიური თავისუფლება როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლება (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი გერმანიის, აშშ-ის და საქართველოს მაგალითზე). საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი (სპეციალური გამოცემა - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ბათუმი
ხოფერია, რ. (2021). განათლების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხი Covid 19 პანდემიის პირობებში. სტატიათა კრებული: ადამიანის უფლებათა დაცვა, პანდემია და სამართლის უზენაესობა. კრებული მომზადებულია EU-ს, OHCHR-ის, ევროპის საბჭოს და USAID-PROLoG-ის მხარდაჭერით. რედაქტორი, კონსტანტინე კორკელია. თბილისი,
ხოფერია, რ. (2019). მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემა საქართველოში. კომპონენტი - იუსტიციის მსმენელთა და მოსამართლეთა გადამზადების პროგრამების ანალიზი. ISFED/IDFI. კვლევა მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. თბილისი
ხოფერია, რ. (2017). სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის პრობლემები. თანაავტორი, CDI (Civic Development Institute). კვლევა მომზადებულია EU-ს და World Vision-ის მხარდაჭერით. თბილისი,
ხოფერია, რ. (2016). ერთი კაზუსი ევროპულ ადმინისტრაციულ სამართალში. სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი. მომზადებულია GIZ-ის მხარდაჭერით. თბილისი
ხოფერია, რ. (2016). ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის ჟურნალი, თბილისი
ხოფერია, რ. (2015). შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის ჟურნალი, თბილისი
ხოფერია, რ. (2014). პრაქტიკული სამართალი - მოსწავლის და მასწავლებლის სახელმძღვანელო, განათლების სამართლის კომპონენტის ავტორი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მომზადებულია GIZ-ის მხარდაჭერით, თბილისი,
ხოფერია, რ. (2013). Reformatio in peius პრინციპის დასაშვებობის საკითხი გერმანიისა და საქართველოს საგამოცდო სამართალში. ადმინისტრაციული სამართალი, სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. მომზადებულია GIZ-ის მხარდაჭერით. თბილისი