GE

მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლა

კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის აღწერა

კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა შემუშავდა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების: სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (აშშ), ჯორჯიის ტექნოლოგიის ინსტიტუტისა (აშშ) და შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალური ინსტიტუტის - პროგრამების გათვალისწინებით. 

კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია პროგრამის კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის თანამედროვე და ფუნდამენტურ მიმართულებებში.

ასევე, პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებმა შეძლონ კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სფეროებში კარიერული განვითარება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

მიღებული ცოდნის მაღალ ხარისხსა და კურსდამთავრებულების მაღალ კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს მათი წარმატების ისტორიები. კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან ისეთ გიგანტ და გლობალურ კომპანიებში, როგორიცაა: Facebook, Instagram, Apple, Google, Microsoft, Skype, Amazon, eBay და სხვა. კურსდამთავრებულები წარმატებით გადიან გასაუბრების და ტესტირების რთულ და კომპლექსურ ეტაპებს საერთაშორისო კომპანიებში.

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

კურიკულუმი

კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ მოდულებში: 

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საუნივერსიტეტო საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • კომპიუტერული მეცნიერების ზოგადი განათლება - მოდული მოიცავს ბიოლოგიასა და ფიზიკას.
  • საბაზო განათლება - მოდული მოიცავს კონკრეტულად კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სფეროს შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, მაგალითისთვის როგორიცაა: დისკრეტული მათემატიკა, წრფივი ალგებრა, მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები, პროგრამირების მეთოდოლოგია, პროგრამირების აბსტრაქცია, თეორიული ინფორმატიკა, ალბათობა და სტატისტიკა, კალკულუსი. 
  • ძირითადი განათლება - მოდული მოიცავს კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს, მაგალითად როგორებიცაა: პროგრამირების პარადიგმები, ხელოვნური ინტელექტი, დისტრიბუციული სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია და სხვა.
  • სპეციალობის არჩევითი საგნები - მოდული სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ინტერესის მიხედვით სპეციალობის სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმაოს ცოდნა. 
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე. 

მიღების პირობები 2024

კოდი:

0360104 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 64

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 1 - -
უცხო ენა 1 - -
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 10 57 -
ან ფიზიკა 10 7 90%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

1

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
უცხო ენა

საგნის წონა

1

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
ან მათემატიკა

საგნის წონა

10

მისაღები ადგილი

57

მინიმალური ზღვარი

-
ან ფიზიკა

საგნის წონა

10

მისაღები ადგილი

7

მინიმალური ზღვარი

90%

მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის შესახებ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლა - MACS[E] მოიცავს შემდეგ აკრედიტებულ პროგრამებს:

  • კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა
  • ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  • შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში არსებულ საბაკალავრო პროგრამებს შორის დაარსების დღიდან პირველ ადგილზეა უნივერსიტეტებში ჩარიცხულ აბიტურიენტთა მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული საშუალო ქულის მიხედვით შედგენილ რეიტინგში.

ამავე რეიტინგში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა საბაკალავრო პროგრამებს შორის მეორე ადგილზეა.

სწორედ ასეთი წარმატებული სკოლის ფარგლებში, 2020 წელს თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე.

აბიტურიენტების უმეტესობა, რომლებიც სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებენ მონაწილეობას, სწორედ ამ სკოლას ირჩევენ.

მიღებული ცოდნის მაღალ ხარისხსა და კურსდამთავრებულების მაღალ კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს მათი წარმატების ისტორიები.

კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან ისეთ გიგანტ და გლობალურ კომპანიებში, როგორიცაა Facebook, Instagram, Apple, Google, Microsoft, Skype, Amazon, eBay და სხვა. კურსდამთავრებულები წარმატებით გადიან გასაუბრების და ტესტირების რთულ და კომპლექსურ ეტაპებს საერთაშორისო კომპანიებში.

დეკანი

Ამირან Ამბროლაძე

ამირან ამბროლაძე

პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის დეკანი

a.ambroladze@freeuni.edu.ge

ასოცირებული დეკანი

Შოთა Ღვინეფაძე

შოთა ღვინეფაძე

ასოცირებული პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის ასოცირებული დეკანი

s.gvinepadze@freeuni.edu.ge
Ვახტანგ Ჯანდიერი

ვახტანგ ჯანდიერი

პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის ასოცირებული დეკანი

v.jandieri@freeuni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Გუგა Ვარდიაშვილი

გუგა ვარდიაშვილი

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი; ასისტენტ-პროფესორი

g.vardiashvili@freeuni.edu.ge
Მაიკლ Სონდერსი

მიხეილ სონდერს

პროფესორი; შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი

m.saunders@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Ნატალია Ხუბაშვილი

ნატალია ხუბაშვილი

მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის კოორდინატორი

n.khubashvili@freeuni.edu.ge