GE

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლა

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის აღწერა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამამ მოკლე დროში შექმნა თავისი გამოკვეთილი იდენტობა და დაიმკვიდრა ადგილი, როგორც არქიტექტურის წამყვანმა პროგრამამ საქართველოში.

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა კრიტიკულად გაიაზროს არქიტექტურაში არსებული მიმდინარეობები, შეძლოს არქიტექტურაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ასევე, მნიშვნელოვანია კურსდამთავრებულს შეეძლოს თანამედროვე ქალაქის წინაშე მდგარი აქტუალური პრობლემების გააზრება და პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ალტერნატივის შეთავაზება. კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს კვლევაზე დაფუძნებული შენობის არქიტექტურის პროექტირება და არქიტექტურული პროექტირების მენეჯმენტი.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოში არსებული 5 მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულების არქიტექტურის პროგრამების გათვალისწინებით, კერძოდ: Massachusetts Institute of Technology (MIT); University College London, Bartlett School of Architecture; ETH Zurich; Politecnico di Milan; Washington University in St. Louis (Sam Fox School of Design and Visual Arts).

პროგრამა ემყარება თანამედროვე არქიტექტურული განათლებისა და პრაქტიკის განვითარების სამ ძირითად სვეტს:

  • შესრულების შესაბამის ტექნიკას და ტექნოლოგიებს 
  • პედაგოგიურ მეთოდების მრავალფეროვნებას
  • კრიტიკულ აზროვნებას

შესაბამისი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენება გულისხმობს, რომ უახლესი ტექნოლოგიები მოცემული ამოცანის ყველაზე ეფექტიანი გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია, არ იქნას უგულებელყოფილი ტრადიციული მეთოდები. პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ტექნიკისა და ტექნოლოგიების ფართო სპექტრს: კომპიუტერული და ციფრული გარემოს სიმულაციით და 3D-ბეჭდვით დაწყებული და ტრადიციული სადურგლო საქმიანობით, აყალო მიწით მშენებლობით და ხელით დაკვირვებით ხატვით დასრულებული. ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიდგომებისა, რომლებიც სწავლებისას გამოიყენება. ამდენად, სხვადასხვა ინსტრუმენტზე წვდომა ფუნდამენტური მნიშვნელობის მამოტივირებელ ფაქტორს წარმოადგენს სტუდენტებისათვის.

სათანადო ტექნიკისა და ტექნოლოგიების აქცენტირებით, სტუდენტები შეძლებენ ფხიზლად შეხედონ ნებისმიერ მოცემულ კონტექსტს და განივითარონ ისეთი უნარები, რომლებიც საუკეთესო შესაბამისობაში იქნება კონკრეტული ამოცანის გადაჭრისათვის.

არქიტექტურული საქმიანობის ტექნიკური და კონცეპტუალური ასპექტების შესაკავშირებლად მრავალფეროვან პედაგოგიურ მეთოდებზე დაყრდნობილი პრაქტიკული სწავლება საუკეთესო მიდგომაა. დღესდღეობით მრავალ დისციპლინაში გაზრდილია ყურადღება სწავლების ახალი გზების პოვნაზე, მაგრამ აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არქიტექტურის სწავლებისათვის. პროგრამისათვის პრიორიტეტულია პროფესიული გამოცდილების და არა უბრალოდ საკლასო/სახელმძღვანელოების მიდგომებით სწავლება.

გამომდინარე აქედან, პროგრამა მეთოდურად ნერგავს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, ერთის მხრივ, სათანადოდ ისწავლება არქიტექტურისა და ურბანული ისტორია, მაგრამ, მეორეს მხრივ, აცნობს სტუდენტებს საპროექტო ბიუროებს/ოფისებს და უკვე დასრულებულ პროექტებს, რათა სწავლების პროცესი დაუკავშირდეს თანამედროვე პრაქტიკულ მოთხოვნებს იმ სამუშაო ადგილებზე, სადაც არქიტექტურა იქმნება. ეს მიდგომა, საბოლოოდ, პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ინტეგრირებულსა და სინთეზირებულს ხდის, და არა - ანტაგონისტურს, ან დაუკავშირებელს.

კრიტიკული აზროვნება რჩება თანამედროვე არქიტექტურული განათლების ქვაკუთხედად, სადაც ისტორია, თეორია, პრაქტიკა და საპროექტო აზროვნება ერწყმის ერთმანეთს. ასეთი მეთოდური დამოკიდებულება კრიტიკული აზროვნების მიმართ პრიორიტეტულს ხდის არქიტექტურულ პრაქტიკაში არსებულ თანამედროვე საკითხებს და მიდგომებს, ხოლო სტუდენტებს ინსტრუმენტებსა და საშუალებებს აძლევს თავისი წვლილი შეიტანონ არქიტექტურულ აზროვნებაში.

არქიტექტურა არის იდეალური ობიექტივი ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ისტორიის შესასწავლად და, ამავდროულად, ხელთქმნილი გარემოს ტექნიკური, მატერიალური თუ შემოქმედებითი საფუძველი.

შედეგად, ეფუძნება რა ინტეგრირებულ სტუდიურ კურიკულუმს, სადაც არქიტექტურული აზროვნება, თეორიული და ტექნიკური ასპექტები სემესტრებში საერთო თემების გარშემო არის გაერთიანებული, და ასევე ძლიერ ლიბერალური მეცნიერებების ბაზას, პროგრამის კურსდამთავრებულები აღჭურვილი არიან იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ ნავიგაცია მოახდინონ სფეროებს და ამოცანებს შორის, რაც საბოლოო ჯამში, პროგრამა სტუდენტებს ამზადებს არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ხვალინდელი პრაქტიკული საქმიანობისათვის

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - არქიტექტურის ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

კურიკულუმი

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც გადანაწილებულია შემდეგ  მოდულებში:

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად  საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • არქიტექტურის საბაზო განათლება - ამ მოდულის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ არქიტექტურის შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, როგორიცაა მაგალითად: არქიტექტურის ისტორია, ურბანული განვითარების ისტორია, ხატვა, რაოდენობრივი და სივრცითი აზროვნების წესი, დიზაინის პროგრამები.
  • არქიტექტურის ძირითადი განათლება - ეს მოდული აერთიანებს არქიტექტურის სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს, მაგალითად: არქიტექტურული პროექტირების სტუდიოები, არქიტექტურული აზროვნება, მედია-კლასტერი, შენობის კონსტრუქციები და სხვა.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე. 

კოდი:

0360108 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 33

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 3 - -
უცხო ენა 6 - -
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 3 29 -
ან ფიზიკა 3 4 70%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
უცხო ენა

საგნის წონა

6

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
ან მათემატიკა

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

29

მინიმალური ზღვარი

-
ან ფიზიკა

საგნის წონა

3

მისაღები ადგილი

4

მინიმალური ზღვარი

70%

2024 წლის არქიტექტურის შემოქმედებითი ტურის მნიშვნელოვანი თარიღები:

  • პორტფოლიოების (ნამუშევრების) ატვირთვა 22-31 მაისი, 2024
  • გრაფიკული ტესტირება - 7 ივნისი, 2024
  • პორტფოლიოების (ნამუშევრების) წარდგენა და გასაუბრება - 10-14 ივნისი, 2024
პორტფოლიოს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს: არქიტექტურის პორტფოლიოს ატვირთვა 2024
_
პროგრამაზე ჩასაბარებლად აუცილებელია შემოქმედებითი ტურის გავლა ეროვნულ გამოცდებამდე, რომლის პირობები და მოთხოვნები მოცემულია ქვემოთ მითითებულ ფაილში.

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის შესახებ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა (VADS) 2014 წელს კახა ბენდუქიძის ინიციატივით დაარსდა. მისი დაარსების მიზანი იყო, საქართველოში შექმნილიყო ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის განათლების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები მიიღებდნენ საუკეთესო ევროპული და ამერიკული სახელოვნებო სკოლების მსგავს განათლებას ხელოვნებასა და დიზაინში.

ასეთი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო იყო ხელოვანები და დიზაინერები, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ უმაღლესი განათლება ევროპასა და ამერიკაში ჰქონდათ მიღებული, ასევე მოქმედი საგამოფენო და დიზაინერულ საქმიანობას ეწეოდნენ უნივერსიტეტის გარეთ. შესაბამისად, სკოლის დაარსებაში მონაწილეობა მიიღო აკადემიურმა შემადგენლობამ, რომელმაც თავის დროზე განათლება და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში (მაგალითად, Georgia State University, Emory University, Düsseldorf Art Academy, Royal Academy of Fine Arts of Brussels, University of Iowa, University of Milan, Academy of Fine Arts Munich,  Trier University of Applied Sciences და ა.შ.).

2018 წელს სკოლას დაემატა არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა და სკოლის დასახელება გახდა ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა - VA[A]DS. დღეს სკოლა ახორციელებს შემდეგ აკრედიტებულ პროგრამებს:

  • ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა
  • ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა
  • ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა
  • არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა

გარდა ზემოთ აღნიშნული აკადემიური მიზნებისა, სკოლის შექმნის ამოცანა გახლდათ შექმნილიყო სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებოდათ თავიანთი ნამუშევრების გამოფენის გამოცდილების მიღება, ისწავლიდნენ ხელოვნების და დიზაინის საკითხებზე მსჯელობას, ერთმანეთის კრიტიკული აზრის პატივისცემას, თავისუფალ ვიზუალურ აზროვნებას და, ამავე დროს, გაეცნობოდნენ ქართულ და საერთაშორისო ხელოვნების ისტორიას, დააფასებდნენ ქართულ თანამედროვე ხელოვნებას და შემოქმედების თავისუფლებას.

სკოლის კონცეფციის გათვალისწინებით, არსებითი მნიშვნელობისაა სტუდენტებისათვის რეგულარული გამოფენების ჩატარების შესაძლებლობის მიცემა. შესაბამისად, ოთხივე პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კურსი მოიცავს სტუდენტური გამოფენების მოწყობას, რათა სტუდენტებმა ისწავლონ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია როგორც ფორმალურად, ასევე კონცეპტუალურად - თეორიულად ისაუბრონ ნამუშევარზე ლექტორების და სხვა სტუდენტების წინაშე.

სწორედ აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, 2023 წლის დასაწყისში თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა გააკეთა მნიშვნელოვანი ინვესტიცია კახა ბენდუქიძის კამპუსის ტერიტორიაზე სპეციალური საგამოფენო გალერეის შექმნისთვის. კამპუსის გალერეა შეიქმნა სასწავლო მიზნებისათვის და ეს არის სივრცე, სადაც სასწავლო პროცესის ფარგლებში ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტები თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ.

სკოლის პერსონალის უმეტესობა საერთაშორისო განათლებისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც არიან წარმატებული, მოქმედი ხელოვანები და არქიტექტორები.

დეკანი

Ირინა Პოპიაშვილი

ირინა პოპიაშვილი

პროფესორი; ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი

i.popiashvili@freeuni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Ჯესი Ვოგლერი

ჯესი ვოგლერი

პროფესორი; არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი

j.vogler@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Ნინუცა Ნაბულიშვილი

ნინო ნაბულიშვილი

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის კოორდინატორი

n.nabulishvili@freeuni.edu.ge