ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლა
ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის საბაკალავრო პროგრამის აღწერა
ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა სახვით ხელოვნებაში და დიზაინში, კერძოდ: ფერწერაში, კომუნიკაციის დიზაინსა და ინტერიერის დიზაინში; მისცეს ცოდნა, რათა სტუდენტი კრიტიკულად იაზრებდეს ფერწერაში, კომუნიკაციის და ინტერიერის დიზაინში არსებულ მიმდინარეობებს; შეეძლოს ფერწერასა და დიზაინში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
პროგრამა მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე და სახელოვნებო ასპარეზზე განათლებული, კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.
არსებითი მნიშვნელობისაა სტუდენტთათვის რეგულარული გამოფენების ჩატარების შესაძლებლობის მიცემა. შესაბამისად, პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კურსის ფარგლებში გამოფენების ჩატარება საშუალებას აძლევს სტუდენტებს, რათა ისწავლონ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია, როგორც ფორმალურად - საგამოფენო სივრცეში (ინსტალაცია), ასევე კონცეპტუალურად - თეორიულად ისაუბრონ ნამუშევარზე ლექტორების და სხვა სტუდენტების წინაშე.
პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტის მიერ საკუთარი ნამუშევრის თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში წარმოდგენასა და საკუთარი ინდივიდუალური ხედვის მოძებნას.
საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი სტუდენტებს ხელს უწყობს, რომ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში, რაც ეხმიანება სკოლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზანს - სტუდენტებისთვის საერთაშორისო სახელოვნებო სივრცესთან კავშირის შექმნას. აღნიშნულის მისაღწევად ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და ინსტიტუციებთან, როგორც გაცვლითი პროგრამების მეშვეობით (მაგალითად, ერასმუსის გაცვლითი პროგრამა ლონდონის ჩელსის კოლეჯთან (Chelsea College of Art & Design)), ისე აკადემიური და პროფესიული კოლაბორაციებით.
გარდა ამისა, საერთაშორისო კავშირების გაღრმავების მიზნით ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის პროგრამა ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ჯგუფებს, მათ შორის: ვენის სახელოვნებო აკადემიის (Academy of Fine Arts Vienna) ჯგუფი პროფესორ კაროლა დერტნიგის (Carola Dertnig) კლასი, ოლაფ ნიკოლაის (Olaf Nicolai) კლასი მიუნხენის აკადემიიდან (The Academy of Fine Arts Munich), ტომას დემანდის (Thomas Demand) ჰამბურგი სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის (HFBK University of Fine Arts Hamburg) კლასი, სიპრიან გაიარდის (Cyprien Gaillard) შტადელშულეს (Staedelschule) კლასი, ოფენბახის უნივერსიტეტის (Hochschule für Gestaltung Offenbach am Main) ჯგუფი და სხვა.
საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ხელოვნების ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.
კურიკულუმი
ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც გადანაწილებულია შემდეგ მოდულებში:
- საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას.
- მიმართულების საბაზო განათლება - ამ მოდულის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ მიმართულების შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, როგორიცაა მაგალითად: მსოფლიოს ვიზუალის ხელოვნების ისტორია, თანამედროვე ხელოვნების ისტორია, თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები და ინფრასტრუქტურა, ანატომიის საფუძვლები.
- მიმართულების ძირითადი განათლება - ეს მოდული აერთიანებს სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს, მაგალითად: დიზაინის პროგრამები, ხატვის სტუდია, გრაფიკული დიზაინის სტუდია, კრიტიკული აზროვნება ვიზუალურ ხელოვნებაში, მიმართულების შესაბამისი სტუდიები და სხვა.
- არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.
მიღების პირობები 2023
კოდი:
0360108ადგილების რაოდენობა: 35
ეროვნული გამოცდა | წონა | მისაღები ადგილი | მინიმალური ზღვარი |
---|---|---|---|
ქართული ენა და ლიტერატურა | 2 | - | - |
უცხო ენა | 5 | - | - |
შემოქმედებითი ტური | 5 | 35 | - |
საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
საგნის წონა
2მისაღები ადგილი
-მინიმალური ზღვარი
-უცხო ენა
საგნის წონა
5მისაღები ადგილი
-მინიმალური ზღვარი
-შემოქმედებითი ტური
საგნის წონა
5მისაღები ადგილი
35მინიმალური ზღვარი
-პროგრამაზე ჩასაბარებლად აუცილებელია შემოქმედებითი ტურის გავლა ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, რომლის პირობები და მოთხოვნები მოცემულია მიბმულ ფაილში
სკოლის შესახებ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა (VADS) 2014 წელს კახა ბენდუქიძის ინიციატივით დაარსდა. მისი დაარსების მიზანი იყო, საქართველოში შექმნილიყო ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის განათლების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები მიიღებდნენ საუკეთესო ევროპული და ამერიკული სახელოვნებო სკოლების მსგავს განათლებას ხელოვნებასა და დიზაინში.
ასეთი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო იყო ხელოვანები და დიზაინერები, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ უმაღლესი განათლება ევროპასა და ამერიკაში ჰქონდათ მიღებული, ასევე მოქმედი საგამოფენო და დიზაინერულ საქმიანობას ეწეოდნენ უნივერსიტეტის გარეთ. შესაბამისად, სკოლის დაარსებაში მონაწილეობა მიიღო აკადემიურმა შემადგენლობამ, რომელმაც თავის დროზე განათლება და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში (მაგალითად, Georgia State University, Emory University, Düsseldorf Art Academy, Royal Academy of Fine Arts of Brussels, University of Iowa, University of Milan, Academy of Fine Arts Munich, Trier University of Applied Sciences და ა.შ.).
2018 წელს სკოლას დაემატა არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა და სკოლის დასახელება გახდა ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა - VA[A]DS. შესაბამისად, დღეს სკოლა ახორციელებს შემდეგ აკრედიტებულ პროგრამებს:
- ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის საბაკალავრო პროგრამა
- არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა
გარდა ზემოთ აღნიშნული აკადემიური მიზნებისა, სკოლის შექმნის ამოცანა გახლდათ შექმნილიყო სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებოდათ თავიანთი ნამუშევრების გამოფენის გამოცდილების მიღება, ისწავლიდნენ ხელოვნების და დიზაინის საკითხებზე მსჯელობას, ერთმანეთის კრიტიკული აზრის პატივისცემას, თავისუფალ ვიზუალურ აზროვნებას და, ამავე დროს, გაეცნობოდნენ ქართულ და საერთაშორისო ხელოვნების ისტორიას, დააფასებდნენ ქართულ თანამედროვე ხელოვნებას და შემოქმედების თავისუფლებას.
სკოლის კონცეფციის გათვალისწინებით, არსებითი მნიშვნელობისაა სტუდენტებისათვის რეგულარული გამოფენების ჩატარების შესაძლებლობის მიცემა. შესაბამისად, ორივე პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კურსი მოიცავს სტუდენტური გამოფენების მოწყობას, რათა სტუდენტებმა ისწავლონ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია როგორც ფორმალურად, ასევე კონცეპტუალურად - თეორიულად ისაუბრონ ნამუშევარზე ლექტორების და სხვა სტუდენტების წინაშე.
სწორედ აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, 2023 წლის დასაწყისში თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა გააკეთა მნიშვნელოვანი ინვესტიცია კახა ბენდუქიძის კამპუსის ტერიტორიაზე სპეციალური საგამოფენო გალერეის შექმნისთვის. კამპუსის გალერეა შეიქმნა სასწავლო მიზნებისათვის და ეს არის სივრცე, სადაც სასწავლო პროცესის ფარგლებში ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტები თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ.
სკოლის პერსონალის უმეტესობა საერთაშორისო განათლებისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც არიან წარმატებული, მოქმედი ხელოვანები და არქიტექტორები.

16 ოქტომბერი 2023
არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების პროექტების გამოფენა ჭიათურაში

26 ივლისი 2023
დასკვნითი არქიტექტურული პროექტების გამოფენა

06 ივლისი 2023
კახა ბენდუქიძის კამპუსში გალერეა გაიხსნა
![VA[A]DS Forakishvili](/media/2fnpzrrq/va-a-ds-forakishvili.jpg?quality=80&rnd=133371970731270000)
21 ივნისი 2023
სტუდენტებმა ფორაქიშვილების დარბაზის 3-განზომილებიანი ლაზერული სკანირების პროცესში მიიღეს მონაწილეობა
დეკანი
