GE

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლა

ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის აღწერა

ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს სახვითი ხელოვნების ფართო ცოდნა და მან შეძლოს კრიტიკულად იაზრებდეს სახვით ხელოვნებაში არსებულ მიმდინარეობებს. პროგრამა მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე და სახელოვნებო ასპარეზზე განათლებული, კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

პროგრამის კონცეფციიდან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობისაა სტუდენტთათვის რეგულარული გამოფენების ჩატარების შესაძლებლობის მიცემა. შესაბამისად, პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კურსის ფარგლებში გამოფენების ჩატარება საშუალებას აძლევს სტუდენტებს, რათა ისწავლონ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია როგორც ფორმალურად - საგამოფენო სივრცეში (ინსტალაცია), ასევე კონცეპტუალურად - თეორიულად ისაუბრონ ნამუშევარზე ლექტორების და სხვა სტუდენტების წინაშე.

პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტის მიერ საკუთარი ნამუშევრის თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში წარმოდგენასა და საკუთარი ინდივიდუალური ხედვის მოძებნას.

ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული მეცადინეობები ეფუძნება ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას (learning by doing). ეს გულისხმობს, რომ თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალური სამუშაო ადგილი აქვს თანამედროვედ აღჭურვილ სტუდიოებში.  ასევე აღსანიშნავია, რომ პრაქტიკა-ტევად საგნებში სტუდენტებს ჯამში უწევთ 20-ზე მეტი საზოგადოებისთვის ღია გამოფენების მოწყობა და ამგვარად დამატებით უვითარდებათ პრაქტიკული უნარები.

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი სტუდენტებს ხელს უწყობს, რომ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში, რაც ეხმიანება სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვან მიზანს - სტუდენტებისთვის საერთაშორისო სახელოვნებო სივრცესთან კავშირის შექმნას.

საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - სახვითი ხელოვნების ბაკალავრი. საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

კურიკულუმი

ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 240 კრედიტს, რაც გადანაწილებულია შემდეგ  მოდულებში:

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • მიმართულების საბაზო განათლება - ეს მოიცავს მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: მსოფლიო ვიზუალური ხელოვნების ისტორია (რენესანსამდე), მსოფლიო ვიზუალური ხელოვნების ისტორია (რენესანსიდან 1789 წლამდე), მოდერნული ვიზუალური ხელოვნების ისტორია (1789-1945 წლები), თანამედროვე ხელოვნების ისტორია (1945 წლიდან დღემდე), თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები და ინფრასტრუქტურა, ანატომიის საფუძვლები და რაოდენობრივი და სივრცით აზროვნების წესი. სტუდენტები სწავლობენ ხელოვნების ისტორიას ქრონოლოგიურად, რადგან ეს აუცილებელია მათი შემოქმედებითი განვითარებისთვის და საკუთარი ნამუშევრების ხელოვნების ისტორიის კონტექსტში გააზრებისთვის. თანამედროვე ლოკალურ და საერთაშორისო სახელოვნებო სამყაროში არსებული ინსტიტუციების, მათი სტრუქტურის და მათთან ურთიერთობის შესახებ ცოდნას სტუდენტები იღებენ საგანში - თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები და ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომში მათ საშუალებას აძლევს უკეთ დაგეგმონ და განივითარონ საკუთარი კარიერა. ანატომიის საფუძვლები ითვალისწინებს ადამიანის ანატომიის სწავლებას სისტემური და რეგიონული მიდგომით ხელოვნებასთან კავშირში, მისი თავისებურებების გათვალისწინებით. ხოლო რაოდენობრივი და სივრცით აზროვნების წესის კურსში განიხილება ზოგადი კანონზომიერებები, რომლებიც საფუძვლად უდევს ხატვისა თუ ხაზვისას გამოყენებულ ინტუიციურ წარმოდგენებს.
  • ძირითადი განათლება - ეს არის სახვითი ხელოვნების შესასწავლად საჭირო ძირითადი თეორიული და პრაქტიკული მოდული და მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: შესავალი თანამედროვე ხელოვნებაში, კრიტიკული აზროვნება ვიზუალურ ხელოვნებაში, დიზაინის პროგრამები 1 და 2, ხატვის სტუდია 1, 2, 3 და 4, ფოტოგრაფიის სტუდია, შესავალი ვიდეო ხელოვნებაში, ვიზუალური ხელოვნების სტუდია I, II, III, IV და V, ობიექტი და ინსტალაცია, სადიპლომო პროექტის მომზადება და სადიპლომო პროექტი.
  • არჩევითი საგნები - სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.

კოდი:

0360109 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 35

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 2 - -
უცხო ენა 4 - -
შემოქმედებითი ტური 6 35 -

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

2

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
უცხო ენა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

-

მინიმალური ზღვარი

-
შემოქმედებითი ტური

საგნის წონა

6

მისაღები ადგილი

35

მინიმალური ზღვარი

-

2025 წლის ვიზუალური ხელოვნების, ვიზუალური კომუნიკაციისა და ინტერიერის დიზაინის პროგრამების შემოქმედებითი ტურის თარიღები დაზუსტდება მოგვიანებით.

  • პორტფოლიოების (ნამუშევრების) ატვირთვა 
  • პორტფოლიოების (ნამუშევრების) წარდგენა და გასაუბრება 

პორტფოლიოს ასატვირთი ბმული გააქტიურდება მოგვიანებით.

პროგრამაზე ჩასაბარებლად აუცილებელია შემოქმედებითი ტურის გავლა ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, რომლის პირობები და მოთხოვნები მოცემულია მიბმულ ფაილში.

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის შესახებ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა (VADS) 2014 წელს კახა ბენდუქიძის ინიციატივით დაარსდა. მისი დაარსების მიზანი იყო, საქართველოში შექმნილიყო ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის განათლების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები მიიღებდნენ საუკეთესო ევროპული და ამერიკული სახელოვნებო სკოლების მსგავს განათლებას ხელოვნებასა და დიზაინში.

ასეთი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო იყო ხელოვანები და დიზაინერები, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ უმაღლესი განათლება ევროპასა და ამერიკაში ჰქონდათ მიღებული, ასევე მოქმედი საგამოფენო და დიზაინერულ საქმიანობას ეწეოდნენ უნივერსიტეტის გარეთ. შესაბამისად, სკოლის დაარსებაში მონაწილეობა მიიღო აკადემიურმა შემადგენლობამ, რომელმაც თავის დროზე განათლება და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში (მაგალითად, Georgia State University, Emory University, Düsseldorf Art Academy, Royal Academy of Fine Arts of Brussels, University of Iowa, University of Milan, Academy of Fine Arts Munich,  Trier University of Applied Sciences და ა.შ.).

2018 წელს სკოლას დაემატა არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა და სკოლის დასახელება გახდა ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა - VA[A]DS. დღეს სკოლა ახორციელებს შემდეგ აკრედიტებულ პროგრამებს:

  • ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა
  • ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა
  • ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა
  • არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა

გარდა ზემოთ აღნიშნული აკადემიური მიზნებისა, სკოლის შექმნის ამოცანა გახლდათ შექმნილიყო სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებოდათ თავიანთი ნამუშევრების გამოფენის გამოცდილების მიღება, ისწავლიდნენ ხელოვნების და დიზაინის საკითხებზე მსჯელობას, ერთმანეთის კრიტიკული აზრის პატივისცემას, თავისუფალ ვიზუალურ აზროვნებას და, ამავე დროს, გაეცნობოდნენ ქართულ და საერთაშორისო ხელოვნების ისტორიას, დააფასებდნენ ქართულ თანამედროვე ხელოვნებას და შემოქმედების თავისუფლებას.

სკოლის კონცეფციის გათვალისწინებით, არსებითი მნიშვნელობისაა სტუდენტებისათვის რეგულარული გამოფენების ჩატარების შესაძლებლობის მიცემა. შესაბამისად, ოთხივე პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კურსი მოიცავს სტუდენტური გამოფენების მოწყობას, რათა სტუდენტებმა ისწავლონ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია როგორც ფორმალურად, ასევე კონცეპტუალურად - თეორიულად ისაუბრონ ნამუშევარზე ლექტორების და სხვა სტუდენტების წინაშე.

სწორედ აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, 2023 წლის დასაწყისში თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა გააკეთა მნიშვნელოვანი ინვესტიცია კახა ბენდუქიძის კამპუსის ტერიტორიაზე სპეციალური საგამოფენო გალერეის შექმნისთვის. კამპუსის გალერეა შეიქმნა სასწავლო მიზნებისათვის და ეს არის სივრცე, სადაც სასწავლო პროცესის ფარგლებში ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტები თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ.

სკოლის პერსონალის უმეტესობა საერთაშორისო განათლებისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც არიან წარმატებული, მოქმედი ხელოვანები და არქიტექტორები.

დეკანი

Ირინა Პოპიაშვილი

ირინა პოპიაშვილი

პროფესორი; ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი

i.popiashvili@freeuni.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი

Ჯესი Ვოგლერი

ჯესი ვოგლერი

პროფესორი; არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი

j.vogler@freeuni.edu.ge

კოორდინატორი

Ნინუცა Ნაბულიშვილი

ნინო ნაბულიშვილი

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის კოორდინატორი

n.nabulishvili@freeuni.edu.ge