GE

CERTIFIED BUSINESS ADMINISTRATOR - CBA

მიღების პირობები

სწავლის დაწყების თარიღი: 

  • CBA64 - სექტემბერი, 2024

რეგისტრაცია

პროგრამის გასავლელად აუცილებელია ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

საფასური

პროგრამის ღირებულება შეადგენს 2 290 ლარს. სტუდენტმა სწავლის საფასურის ნახევარი უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე 5 დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან 8 კვირის განმავლობაში.

ხანგრძლივობა და განრიგი

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 16 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ:

  • სამუშაო დღეებში (სამჯერ) 19:00-21:45
  • შაბათს 10:00-16:00

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანია სტუდენტისათვის ბიზნესის ძირითადი ცნებების გაცნობა და სათანადო ცოდნის მიცემა, რათა მან შეძლოს ბიზნესის დაწყება, ბიზნესის სფეროში დასაქმება ან/და კარიერული წინსვლა, მმართველური გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება.

პროგრამა განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციური მფლობელებისათვის, მოქმედი მენეჯერებისათვის, სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია ბიზნესის მართვის სფეროში.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ბიზნესის ძირითად საგნებს და მოამზადებენ ბიზნეს-პროექტებს. პროგრამა აწყობილია ქეისებით სწავლების მეთოდზე.

საგნების ჩამონათვალი

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ საგნებს:

  • მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • ბუღალტრული და მენეჯერული აღრიცხვა
  • გადასახადები
  • ფინანსები
  • ბიზნესის-გეგმა
  • ეფექტური პრეზენტაცია
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები

პროგრამის დასრულებისათვის სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ბიზნეს-პროექტი. 

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს - Certified Business Administrator.

სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია:

  • პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
  • ბიზნეს-პროექტის წარდგენა და დაცვა 

საკონტაქტო ინფორმაცია

თეა ხინჩაგაშვილი