GE

CERTIFIED FINANCIAL MANAGER - CFM

მიღების პირობები

სწავლის დაწყების თარიღი:

  • CFM42 - სექტემბერი, 2024

რეგისტრაცია

პროგრამის გასავლელად აუცილებელია ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსება. 

საფასური

პროგრამის სრული ღირებულება შეადგენს 3 500 ლარს:

  • შესავალი მოდული – 200 ლარი
  • პროფესიული პროგრამა შესავალი მოდულის გარეშე – 3 300 ლარი

სტუდენტმა სწავლის საფასურის ნახევარი უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე 5 დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან 9 კვირის განმავლობაში.

ხანგრძლივობა და განრიგი

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 18 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ:

  • სამუშაო დღეებში სამჯერ 19:00-21:45
  • შაბათს 10:00-16:00

პროგრამის აღწერა

პროგრამა მოიცავს ბიზნესორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის ყველა ასპექტს და განკუთვნილია, როგორც ფინანსების სფეროში მომუშავე პირებისთვის (ბუღალტრებისთვის, ფინანსური მენეჯერებისთვის, ფინანსური ანალიტიკოსებისთვის, საკრედიტო ექსპერტებისთვის), ასევე სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ/გაიუმჯობესონ ცოდნა ფინანსების მართვის სფეროში.

პროგრამის მიზანია სტუდენტისათვის ფუნდამენტური ცოდნის მიცემა აღრიცხვასა და ფინანსების მართვაში, რაც მას ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლაში ან/და დასაქმებაში ფინანსების მიმართულებით.

საგნების ჩამონათვალი

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ფინანსების ძირითად საგნებს:

  • შესავალი მოდული
  • ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება
  • ხარჯთაღრიცხვა
  • ბიუჯეტირება
  • ფინანსური ანალიზი
  • ფინანსების მართვა
  • გადასახადები
  • ფინანსური მოდელირება ექსელის გამოყენებით

პროგრამის გავლა შესაძლებელია შესავალი მოდულით ან მის გარეშე. დამწყებთათვის რეკომენდებულია პროგრამის გავლა შესავალი მოდულით, ხოლო მათ, ვისაც უკვე აქვთ გამოცდილება ფინანსების სფეროში, შეუძლიათ გაიარონ მხოლოდ ძირითადი საგნები.

პროგრამის დასრულებისათვის სტუდენტებმა უნდა მოამზადონ შემაჯამებელი პროექტი. 

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს – Certified Financial Manager

სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია:

  • თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
  • შემაჯამებელი პროექტის მომზადება და წარდგენა

საკონტაქტო ინფორმაცია

თეა ხინჩაგაშვილი