GE

CERTIFIED MARKETING MANAGER - CMM

მიღების პირობები

სწავლის დაწყების თარიღი:

  • CMM20 - 10 მარტი, 2025

რეგისტრაცია

პროგრამის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება. 

საფასური

პროგრამის ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს. სტუდენტმა სწავლის საფასურის ნახევარი უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე 5 დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან 8 კვირის განმავლობაში.

ხანგრძლივობა და განრიგი

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 16 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ:

  • სამუშაო დღეებში ორჯერ 19:00-21:45
  • შაბათს 11:00-17:00

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანია სტუდენტმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარები შეიძინოს, რათა მან შეძლოს გახდეს კვალიფიციური სპეციალისტი მარკეტინგში.

პროგრამის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ პრაქტიკულ ამოცანებზე, რაც მათ პროფესიული საქმიანობისას რეალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

პროგრამა განკუთვნილია მოქმედი მარკეტერებისა და სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის. პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან მარკეტინგის ძირითად თემებს და იმუშავებენ სხვადასხვა პროექტზე.

საგნების ჩამონათვალი

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ საგნებს:

  • მარკეტინგის საფუძვლები
  • ეფექტური პრეზენტაცია
  • ბრენდინგი
  • მარკეტინგული კვლევა
  • რეკლამა
  • პრომოუშენი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • ციფრული მარკეტინგი

პროგრამის დასრულებისათვის სტუდენტებმა უნდა მოამზადონ შემაჯამებელი პროექტი. 

სერტიფიკატი

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს - Certified Marketing Manager.

სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია:

  • თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
  • შემაჯამებელი პროექტის მომზადება და წარდგენა

საკონტაქტო ინფორმაცია

თეა ხინჩაგაშვილი