ტრენინგი სამოქალაქო საპროცესო სამართალში
მიღების პირობები
ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაციის გავლა და ტრენინგის საფასურის გადახდა. ონლაინ რეგისტრაციის და თანხის გადახდის ბოლო ვადა არის 2026 წლის 28 მაისი.
რეგისტრაცია
პროგრამის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება.
საფასური
მონაწილეობის საფასური შეადგენს 250 ლარს, ხოლო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - 125 ლარს.
თანხის გადასახდელად ინვოისის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, ონლაინ რეგისტრაციისას შეავსოთ შესაბამისი ველები, რის საფუძველზეც გამოგეგზავნებათ ინვოისი. ინდივიდუალური გადახდის შემთხვევაში, გთხოვთ თანხა ჩარიცხოთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ანგარიშზე: საქართველოს ბანკი, GE16BG0000000353107100 და საგადახდო დავალება გამოგზავნოთ ელ. მისამართზე i.gvaramadze@freeuni.edu.ge.
ხანგრძლივობა და განრიგი
ტრენინგი არის ერთდღიანი და ჩატარდება 2026 წლის 30 მაისს. ტრენინგი მოიცავს 7 სასესიო საათს.
პროგრამის აღწერა
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ახორციელებს ტრენინგს: სამოქალაქო საპროცესო სამართლის აქტუალური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა.
ტრენინგს უძღვება ქეთევან მესხიშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. ტრენინგი მოიცავს 7 სასესიო საათს.
ტრენინგი შემუშავებულია ასეულობით სასამართლო გადაწყვეტილების დამუშავებისა და განზოგადების შედეგად, სწავლება სრულად ეფუძნება საერთო სასამართლოების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ პრაქტიკას, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა განმარტების მიზანს ემსახურება. ტრენინგი განკუთვნილია სამოქალაქო საპროცესო სამართლით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო სამართლის შესწავლა, სასამართლო პრაქტიკის გაცნობა, ანდა პრაქტიკულ სამართალში ცოდნის გაღრმავება სურს. ერთდღიანი კურსი იძლევა შესაძლებლობას, მსმენელი გაეცნოს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, იურიდიული პრაქტიკის ეფექტურობისათვის მნიშვნელოვანია.
სერტიფიკატი
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს.