DELE - Diplomas de Español como Lengua Extranjera 2026
მიღების პირობები
გამოცდაზე გასვლის მსურველებმა ელექტრონულად უნდა გაიარონ რეგისტრაცია მისამართზე: dele@freeuni.edu.ge და თან დაურთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი); ფორმა უნდა შეივსოს ელექტრონულად;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- გამოცდის დონის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 8 აპრილი 24:00 საათი
გამოცდის თარიღი
2026 წლის 23 მაისს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სერვანტესის ინსტიტუტისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ესპანური მიმართულების ორგანიზებით პირველად ჩატარდება საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა ესპანურ ენაში (DELE). გამოცდები ჩატარდება B1 და B2 დონეებში.
გამოცდის შესახებ

აპლიკაციის ფორმა
გამოცდაზე გასვლის მსურველებმა ელექტრონულად უნდა გაიარონ რეგისტრაცია მისამართზე: dele@freeuni.edu.ge და თან დაურთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი); ფორმა უნდა შეივსოს ელექტრონულად;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- გამოცდის დონის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 8 აპრილი 24:00 საათი
გამოცდის საფასური
ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილეობის საფასური დონეების მიხედვით:
B1 – 160 ლარი
B2 – 215 ლარი
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ანგარიშზე: GE72BG0000000553514882. (დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს: გამოცდებში მონაწილე პირის სახელი, გვარი და თანხის ჩარიცხვის დანიშნულება: DELE-ს გამოცდის საფასური).