GE

აღმოსავლური ენები

მიღების პირობები

აღმოსავლური ენების პროგრამაზე სწავლა იწყება სექტემბერში. 

რეგისტრაცია

პროგრამის გასავლელად აუცილებელია ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსება. 

საფასური

პროგრამის ღირებულება შეადგენს 225 ლარს თვეში. სტუდენტმა პირველი ორი თვის სწავლის საფასური უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარი ერთი თვის შემდეგ.

ხანგრძლივობა და განრიგი

ერთი სემესტრის ხანგრძლივობა შეადგენს 16 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ, 2-2 საათი.

აღმოსავლური ენების პროგრამის აღწერა

აღმოსავლური ენების პროგრამა მოიცავს შემდეგ ენებს: 

  • არაბული - 5 სემესტრი
  • სპარსული - 4 სემესტრი
  • თურქული - 4 სემესტრი
  • იაპონური - 5 სემესტრი
  • კორეული - 4 სემესტრ

მსმენელი თავად ირჩევს რომელი აღმოსავლური ენის შესწავლა სურს. 

აღმოსავლური ენების პროგრამა შესაძლებლობას იძლევა, სტუდენტმა შეისწავლოს მის მიერ არჩეული აღმოსავლური ენა საწყისი ეტაპიდან C1 დონემდე (Advanced).

სწავლება ხორციელდება უახლესი სახელმძღვანელოების საშუალებით. ძირითად სასწავლო მასალასთან ერთად გათვალისწინებულია აუდიო და ვიდეო მასალის აქტიური გამოყენება, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს უკეთ განავითაროს კითხვა, მოსმენა და საუბარი.

სტუდენტებს დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, დაესწრონ ფილმების ჩვენებებს, მონაწილეობა მიიღონ თემატურ საღამოებსა და კონფერენციებში.

პროგრამის საფუძვლიანად გავლის შემდეგ, სტუდენტი მიიღებს იმ დონის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომ თავისუფლად შეძლებს მუშაობას მაღალი რგოლის მენეჯმენტში იმ ქვეყანაში, რომელ ენასაც შეისწავლის.

პროგრამის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. თუ სტუდენტი უკვე ფლობს ენის გარკვეულ დონეს, შეუძლია სწავლა უფრო მაღალი დონიდან განაგრძოს.

ლექციები ტარდება ბაკალავრის სტუდენტებთან ერთად. კურსებს უძღვებიან ქართველი და მოწვეული სპეციალისტები აღმოსავლური ქვეყნებიდან.

სერტიფიკატი

წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს.

საერთაშორისო გამოცდა და სერტიფიკატი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდები კორეულ (TOPIK) და იაპონურ (JLPT) ენებში.

აღნიშნული სერტიფიკატით სტუდენტებს საშუალება აქვთ სწავლა განაგრძონ კორეისა და იაპონიის სხვადასხვა უნივერსიტეტში, როგორც ენის შემსწავლელ კურსებზე, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

თეა ხინჩაგაშვილი