GE

ტრენინგი შრომის სამართალში

მიღების პირობები

ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაციის გავლა და კონფერენციის საფასურის გადახდა. ონლაინ რეგისტრაციის და თანხის გადახდის ბოლო ვადა არის 2025 წლის 19 ივნისი.  

რეგისტრაცია

პროგრამის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება. 

საფასური

მონაწილეობის საფასური შეადგენს 350 ლარს, ხოლო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - 175 ლარს.


თანხის გადასახდელად ინვოისის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, ონლაინ რეგისტრაციისას შეავსოთ შესაბამისი ველები, რის საფუძველზეც გამოგეგზავნებათ ინვოისი. ინდივიდუალური გადახდის შემთხვევაში, გთხოვთ თანხა ჩარიცხოთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ანგარიშზე: საქართველოს ბანკი, GE16BG0000000353107100 და საგადახდო დავალება გამოგზავნოთ ელ. მისამართზე i.gvaramadze@freeuni.edu.ge.

ხანგრძლივობა და მიღება

ტრენინგი არის ორდღიანი და ჩატარდება 2025 წლის 21-22 ივნისს. ტრენინგის თითოეული დღე მოიცავს 6 სასესიო საათს.

პროგრამის აღწერა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას ტრენინგზე შრომითი უფლებები - სასამართლო პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები.

ტრენინგი ჩატარდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და ლექტორი იქნება ქეთევან მესხიშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. ტრენინგის თითოეული დღე მოიცავს 6 სასესიო საათს.

ტრენინგის მიზანია შრომის კოდექსის დებულებათა განხილვა საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში, დასაქმებულის უფლებათა დაცვის ძირითადი ასპექტების გადააზრება და მისი დაცვის გარანტიების შექმნა.

მითითებული კურსის ფარგლებში გაანალიზებული იქნება ათეულობით სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება დასაქმებულთა უფლებებსა და დამსაქმებლის ქცევის სტანდარტის დადგენას, როგორც შრომის ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ასევე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. ტრენინგი ფარავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების მართლზომიერად წარმართვის მეთოდებს, ასევე კანონის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესებს.

სერტიფიკატი

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები (12 კრედიტი) ჩაეთვლებათ სავალდებულო კრედიტ-საათებად.

საკონტაქტო ინფორმაცია

ირაკლი გვარამაძე