GE

ტრენინგი ვალდებულებით სამართალში

მიღების პირობები

ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაციის გავლა და საფასურის გადახდა. ონლაინ რეგისტრაციის და თანხის გადახდის ბოლო ვადა არის 2025 წლის 16 ივლისი. 

რეგისტრაცია

პროგრამის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება. 

ტრენინგის საფასური

მონაწილეობის საფასური შეადგენს 350 ლარს, ხოლო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - 175 ლარს.


თანხის გადასახდელად ინვოისის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, ონლაინ რეგისტრაციისას შეავსოთ შესაბამისი ველები, რის საფუძველზეც გამოგეგზავნებათ ინვოისი. ინდივიდუალური გადახდის შემთხვევაში, გთხოვთ თანხა ჩარიცხოთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ანგარიშზე: საქართველოს ბანკი, GE16BG0000000353107100 და საგადახდო დავალება გამოგზავნოთ ელ. მისამართზე i.gvaramadze@freeuni.edu.ge.

ხანგრძლივობა და განრიგი

ტრენინგი არის ორდღიანი და ჩატარდება 2025 წლის 19-20 ივლისს. ტრენინგის თითოეული დღე მოიცავს 6 სასესიო საათს.

პროგრამის აღწერა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით ატარებს ტრენინგს "ვალდებულებითი სამართლის აქტუალური საკითხები".

ტრენინგი ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში და ლექტორი იქნება ქეთევან მესხიშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. ტრენინგის თითოეული დღე მოიცავს 6 სასესიო საათს.

ტრენინგის მიზანია ვალდებულებითი სამართლის ყველა იმ პრობლემური საკითხის მიმოხილვა, რომელიც უახლესი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ყველაზე აქტუალურია. საკითხები შერჩეულია იმის მიხედვით, თუ რა პრაქტიკული ტენდენციებია დავებთან მიმართებით და რა გამოწვევები არსებობს თეორიული საკითხების პრაქტიკაში იმპლემენტაციის თვალსაზრისით.

ტრენინგი ხელს შეუწყობს, როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას ვალდებულებით სამართალში, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, სასამართლო პრაქტიკის შესწავლას, ანალიზს, მათ შორის, ერთგვაროვანი და განსხვავებული სასამართლო პრაქტიკების მიმოხილვას. ტრენინგის მიზანია მსმენელს გაუღრმავოს თეორიული ცოდნა, გააცნოს აქტუალური სასამართლო პრაქტიკა, მიმოიხილოს პრაქტიკული ხასიათის მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო გამოწვევები, რომლებიც, ერთი მხრივ, სასამართლო პრაქტიკის განვითარების შედეგია, და მეორე მხრივ, აზრთა სხვადასხვაობის გამო მწვავე დისკუსიის საგანია. 

ტრენინგის თეორიულ-პრაქტიკული სინთეზი იძლევა შესაძლებლობას, რომ იგი გახდეს ეფექტური პრაქტიკული სახელმძღვანელო სამართლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, ასევე მოქმედი იურისტებისა და ადვოკატებისათვის.

სერტიფიკატი

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები (12 კრედიტი) ჩაეთვლებათ სავალდებულო კრედიტ-საათებად.

საკონტაქტო ინფორმაცია

ირაკლი გვარამაძე