სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის აღწერა
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა სწავლების მესამე საფეხურია, რომელიც უნივერსიტეტის სხვა სკოლებთან თანამშრომლობით ხორციელდება.
სადოქტორო პროგრამის კონცეფცია ეყრდნობა უნივერსიტეტის მისიას და კონცეფციას, რომ ხელი შეუწყოს პრობლემაზე ორიენტირებული, პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე, მულტიდისციპლინურ და დისციპლინათა მიჯნაზე განხორციელებულ კვლევებზე დაფუძნებული ცოდნის შექმნას.
ამასთან, ამ პროგრამის კონცეფცია, კურიკულუმის სტრუქტურა, განხორციელების მეთოდი და ზოგადი მეთოდოლოგიური სამეცნიერო ცოდნისადმი მიდგომა, ეხმიანება საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში არსებულ ტენდენციებს. კერძოდ, უახლოესი პერიოდის საგანმანათლებლო სივრცის და კვლევითი ველის ტრანსფორმაციას, რომელიც სულ უფრო მეტად ავლენს დარგთაშორის კოლაბორაციის მნიშვნელობას. ეს კოლაბორაცია გულისხმობს არა მხოლოდ სხვადასხვა დარგის მეცნიერების ერთობლივ მუშაობას, არამედ მთლიანად გადახედვას იმისა, თუ როგორ უნდა სტრუქტურირდეს სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო ველი.
კურიკულუმში ძირითადი აქცენტი გადატანილია არა ტრადიციულ სასწავლო კურსებზე, არამედ კვლევით კომპონენტზე. სასწავლო კურსები მიმართულია, ერთი მხრივ, სოციალურ მეცნიერებებში მაღალი აკადემიური ღირებულების მქონე კვლევის წარმოებისათვის აუცილებელი ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, მეორე მხრივ, სასწავლო კომპონენტის ნაწილი (სადოქტორო სემინარები) ეთმობა სოციალურ მეცნიერებებში იმ სამეცნიერო დისკურსების, პრობლემატიკისა და კონცეფციების გააზრებას, რომლებიც აუცილებელია ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელებისათვის. პროგრამის ეს ასპექტი საშუალებას აძლევს დოქტორანტს, სასწავლო და კვლევითი პროცესი დაგეგმოს მისი ინტერესიდან და თემის სპეციფიკიდან გამომდინარე.
სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების დოქტორი. პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი.
კურიკულუმი
კურიკულუმი მოიცავს ორ კომპონენტს: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებს. სასწავლო კომპონენტი მოიცავს 50 კრედიტს.
სასწავლო კომპონენტი მიზნად ისახავს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ სფეროში დახელოვნებას. სასწავლო კომპონენტი მოიცავს:
- სასწავლო კურსებს, რომლებიც მიზნად ისახავს დოქტორანტის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით აღჭურვას და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით სადისერტაციო კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.
- სასწავლო კურსებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოქტორანტის სადისერტაციო თემის შესაბამის დარგებსა და ქვედარგებში ცოდნის გაღრმავებას და შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო ლიტერატურის სიღრმისეულ დამუშავებას. ამ მხრივ, დოქტორანტების ინტერესებზე ინდივიდუალურად მორგებული კომპონენტებია დოქტორანტის ინდივიდუალური სემინარი (სავალდებულო და არჩევითი), რომელიც ხელმძღვანელთან მუშაობისა და ინდივიდუალური კვლევის პარალელურად შესაძლებლობას აძლევს დოქტორანტს, კონკრეტული დარგის, ქვედარგის ან ინტერდისციპლინური პრობლემატიკის მიმართულებით (თემის სპეციფიკიდან გამომდინარე) დაამუშაოს ლიტერატურა, გაიღრმაოს ცოდნა და ამ ლიტერატურის და თეორიების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს კონკრეტულად მისი თემისთვის რელევანტური კონცეპტუალური აპარატი და მეთოდოლოგიური ჩარჩო. ინდივიდუალური სემინარის ეფექტურობა დიდწილად იმითაც არის განპირობებული, რომ გარდა მოქნილი სასწავლო პროგრამისა, დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ხელმძღვანელის გარდა სხვა პროფესორებთანაც იმუშაონ სადისერტაციო თემაზე. ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო აღრმავებს პროგრამის ინტერდისციპლინურობას და დარგთაშორის კოლაბორაციისათვის ხელსაყრელ პირობას ქმნის.
კვლევითი კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის მიერ დისერტაციის თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო მასალის მოძიებას და გაცნობას, არსებული ცოდნის მიმოხილვას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებასა და ტესტირებას, მონაცემების შეგროვებას, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს, სადისერტაციო ნაშრომის შესრულებას, პრეზენტაციას და დაცვას (სამეცნიერო შეკითხვები, კამათი). კვლევითი კომპონენტი ასევე მოიცავს სავალდებულო გამოქვეყნებას, რომელიც განისაზღვრება უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებისა და სადისერტაციო საბჭოების დებულებით.
პროგრამის ინტერდისციპლინურ და ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული ბუნება ყველაზე მკაფიოდ მჟღავნდება კვლევითი კომპონენტის ფარგლებში. ინტერდისციპლინურობის თვალსაზრისით პროგრამა, კვლევითი კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფს, რომ დოქტორანტებს ჰქონდეთ სხვადასხვა დარგის და ქვედარგის სპეციალისტებთან მუდმივი ინტერაქციის შესაძლებლობა და სადოქტორო კვლევაზე მუშაობის პროცესში, მუდმივად შეეძლოთ უკუკავშირის მიღება მათი და/ან მომიჯნავე დარგის პროფესორებისგან.
როგორ ჩავაბაროთ სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე 2025 წელს?
თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა იღებს განაცხადებს სოციალური მეცნიერებების ნებისმიერი დარგის, ქვედარგის ან დარგთაშორისი პრობლემატიკის კვლევით დაინტერესებული კანდიდატებისგან. თუმცა სკოლისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო ინტერესებიდან გამომდინარე პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ თემებს:
- ნაციონალიზმის, იდენტობის და კულტურული მეხსიერების კვლევები
- საერთაშორისო პოლიტიკა და რეგიონის კვლევები
- იდეების ისტორია/ინტელექტუალური ისტორია, მათ შორის ქართული აზრის ისტორია და დისკურსის ანალიზი
- რელიგიური ინსტიტუტების კვლევა
- რელიგია და პოლიტიკა
- სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური ანთროპოლოგია
- საქართველო და კავკასია: სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების ანალიზი
- კულტურული სოციოლოგია
- სოციალური ფსიქოლოგია, კულტურის ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია
- აფექტის სოციოლოგია/ანთროპოლოგია
- ნარატივების სოციოკულტურული ანალიზი
დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
- შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (ივსება ელექტრონულად)
- ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ელექტრონული ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის
დამადასტურებელი დიპლომის ასლი და დანართი; - ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა და/ან ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატს აქვს ინგლისურ ენაზე სწავლის და/ან მუშაობის გამოცდილება, ვისაც მსგავსი დოკუმენტი არ გაქვთ ან დოკუმენტს ვადა გაუვიდა, საჭიროა გაიაროთ ტესტირება ინგლისურ ენაში.
- კვლევის თეზისი/პროექტი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1250 სიტყვას
და უნდა მოიცავდეს საკვლევი თემატიკის წინასწარ აღწერას და მისი მნიშვნელობის დასაბუთებას. - კვლევის შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო კვლევით პროექტებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი მასალა, როგორიცაა მაგალითად სამეცნიერო სტატია, კონფერენციის თეზისი, სამაგისტრო ნაშრომი და სხვა.
მიღების პროცედურა
- აპლიკანტი გაივლის გასაუბრებას, სამეცნიერო მიმართულების კომისიასთან, რომლის მიზანია შეაფასდეს კანდიდატის პროფესიული გამოცდილება და სამეცნიერო კვლევისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
- ტესტირება ინგლისურ ენაში, რომლის მიზანია კანდიდატის მიერ ინგლისური
ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის შემოწმება.
ვის შეუძლია დოქტორანტურაში ჩაბარება:
- ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ვისაც აქვს სამაგისტრო (ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი)
- ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე
- შეავსებს თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლის აპლიკაციას და გაივლის გასაუბრებას
საფასური
სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის წლიური საფასური შეადგენს 4950 ლარს.
სწავლის საფასური გადახდა ხდება სემესტრულად.
დაფინანსება
თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლა დოქტორანტს აძლევს დაფინანსების მოპოვების საშუალებას. დაფინანსების სქემა გულისხმობს დოქტორანტის მიერ პროფესორის ასისტენტირებას და/ან სასწავლო პროცესში ჩართულობას, რის საფუძველზეც დოქტორანტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სწავლის საფასურის ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება.
დაფინანსებაზე განაცხადი დოქტორანტმა უნდა შემოიტანოს მას შემდეგ, რაც ჩაირიცხება სადოქტორო პროგრამაზე.
სკოლის შესახებ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა არის საკვანძო სტრუქტურული ელემენტი, სადაც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტეგრირება ხდება სასწავლო პროცესში.
სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა აერთიანებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის თეორიატევად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, რომლებიც მეტად ორიენტირებულია კვლევის განვითარებასა და ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნაზე. ეს პროგრამებია:
- სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა
- სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
- ბიოლოგიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
- ქიმიის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად)
- ფიზიკის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა (ხორციელდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად
რამდენადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო, ქიმიის სადოქტორო, ბიოლოგიის სადოქტორო და ფიზიკის სადოქტორო პროგრამები ხორციელდება თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების მიერ, პროგრამების მენეჯმენტში ჩართულია ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ფიზიკის მიმართულების და ფიზიკის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯორჯაძე
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნინა კულიკოვა
- ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მუსხელიშვილი
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ქიმიის მიმართულების და ქიმიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ კორაშვილი
სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის იდეა ეფუძნება ანგლოსაქსურ გამოცდილებას, რაც არ არის ტიპური საქართველოსათვის. მისი საქმიანობა კარგად ასახავს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი მისიის სამ ძირითად პრინციპს, როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად: ინტერდისციპლინურობა, გამოყენებადობა, ინტერნაციონალურობა.
პროგრამების კურიკულუმები იმგვარად არის შედგენილი, რომ ხელი შეუწყოს ინდივიდუალური კვლევების ფარგლებში ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნას. ეს მისწრაფება გულისხმობს:
- კვლევისადმი ინდივიდუალიზებულ მიდგომას
- ინტერდისციპლინურობასა და დისციპლინათა მიჯნაზე არსებულ მეთოდოლოგიურ ჩარჩოებზე აქცენტს
- საერთაშორისო აკადემიური სტანდარტებით ღირებული და უნიკალური ცოდნის შექმნას (და არა უბრალოდ არსებული პარადიგმების ტრანსლიტერაციას ლოკალურ კონტექსტებზე).
სადოქტორო პროგრამების სტრუქტურა განსაკუთრებით უწყობს ხელს ინტერდისციპლინური, ისევე როგორც მულტიდისციპლინური და დისციპლინათა მიჯნაზე არსებული კვლევების წარმოებას. ამ მიზანს ის რამდენიმე ინსტიტუციონალიზებული მექანიზმით ახორციელებს:
- ინტერდისციპლინურ პრინციპზე დაყრდნობით შექმნილი კომისიებით
- საერთაშორისო კოლაბორაციებით
- კურიკულუმის მეთოდოლოგიური კონცეფციით
ინტერდისციპლინური და უნიკალური ცოდნის წარმოებისადმი მისწრაფება სადოქტორო პროგრამების ფუნქციონირების რამდენიმე ეტაპზე მჟღავნდება:
- სადოქტორო პროგრამებზე მიღების პროცედურის ფარგლებში, რომლის დროსაც დოქტორანტს მოეთხოვება ორიგინალურ კვლევაზე განაცხადის წარმოდგენა. ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სადოქტორო საბჭოს წევრების მიერ განაცხადის შეფასების საფუძველზე.
- კურიკულუმის კვლევითი კომპონენტის განხორციელების ფარგლებში. კვლევის თითოეულ ეტაპზე (საშუალოდ, სემესტრში ორჯერ) დოქტორანტი შესრულებულ სამუშაოს წარუდგენს შესაბამის კომისიას, რომელიც კვლევით ნაშრომს/საქმიანობას აფასებს საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე მიღებული სტანდარტების საფუძველზე.
- სადოქტორო კომისიები შეიძლება შედგებოდეს სადისერტაციო საბჭოსა და მოწვეული სპეციალისტებისაგან. სადოქტორო პროგრამაზე მიღებისა, თუ კვლევითი კომპონენტის შესრულების შემფასებელი სადოქტორო კომისიები ყველა ჯერზე კომპლექტდება ინტერდისციპლინური პრინციპის გათვალისწინებით.
დეკანი
კოორდინატორი

ლანა გაბრიაძე
სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის კოორდინატორი
ალექსანდრე ლაცაბიძე - კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსი და მისი გავლენა ძალთა ბალანსზე რეგიონში (2023)
საბჭოთა კავშირის დაშლისა და ახალი სახელმწიფოების შექმნის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვარეგიონში ძალთა ბალანსის ახლმა გადანაწილებამ ახალი რეალობა წარმოშვა. ეს პროცესიგანსაკუთრებით აქტუალური ენერგომატარებლებით მდიდარი რეგიონებისთვის გახდა, რომელსაცასევე მიეკუთვნება კასპიის ზღვის რეგიონი.
ოცდაათი წლის განმავლობაში ვერ ხერხდება, კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსთანდაკავშირებული კასპიისპირა ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გადაჭრა. სამართლებრივისტატუსის გადაჭრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებისათვის, რადგან მათმიეცემათ იურიდიული საფუძველი, შეფერხების გარეშე ააშენონ კასპიის ზღვის გავლითტრანსკასპიური მილსადენები. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური აზიის ქვეყნები (ყაზახეთი,თურქმენეთი) ტრანსკასპიური მილსადენებით შეძლებენ თავიანთი ენერგორესურსებისტრანსპორტირებას ევროპაში, შემცირდება აღნიშნული სახელმწიფოების დამოკიდებულება ისეთქვეყნებზე, როგორიც არის ჩინეთი და რუსეთი. განსაკუთრებით პრობლემატურია რუსეთის მიდგომაყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიმართ, რომელსაც იგი თავის გავლენის სფეროდ თვლის და ცდილობსენერგიის წყაროების გამოყენებას დასავლეთსა და მსოფლიოზე ზეწოლის მიზნით.
გამომდინარე იქიდან, რომ კასპიის ზღვის რეგიონი ევროპის კავშირისთვის ენერგორესურსებისმიწოდების ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს, საკითხი ცდება რეგიონალურ მასშტაბს დაგლობალურ მნიშვნელობას იძენს.
კვლევაში შესწავლილია კასპიის ზღვის რეგიონში არსებული ენერგორესურსების მოპოვებისა დამომხმარებლამდე ტრანსპორტირების პერსპექტივები, კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსისმნიშვნელობა და მისი გავლენა რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებასა და არსებულ ძალთაბალანსზე.
ნაშრომში განხილულია საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა რეგულაციები, იმის მიხედვით თურას მიეკუთვნება კასპიის ზღვა - ზღვას თუ ტბას. აგრეთვე შესწავლილია 2018 წლის 12 აგვისტოს, ქ.აქტაუში მიღებული, კასპიის ზღვის სამართლბრივი სტატუსის განმსაზღვრელი კონვენციის გავლენარეგიონში მიმდინარე პროცესებზე.
კვლევაში, საერთაშორისო ურთიერთობების უძველეს ძალთა ბალანსის თეორიაზე დაყრდნობით,დეტალურად არის შესწავლილი, კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნებში არსებული ვითარება და გარეძალების ჩათულობა რეგიონის გეოპოლიტიკაში.
ნატალია მჭედლიშვილი - სექსუალური ძალადობა და პასუხისმგებლობის ატრიბუცია საქართველოში ახალგაზრდების მაგალითზე (2023)
რა მიაჩნიათ სექსუალურ ძალადობად და ვის აკისრებენ მომხდარზე პასუხისმგებლობას ახალგაზრდები საქართველოში? სექსუალური ძალადობის შემთხვევები ყველა ასაკში და გარემოში შესაძლოა მოხდეს, თუმცა განსაკუთრებულ რისკ ფაქტორად სწორედ სტუდენტობის პერიოდი მიიჩნევა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების თანახმად სექსუალური ძალადობის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევები ვლინდება უნივერსიტეტების კამპუსებში. კვლევით დასტურდება, რომ სტუდენტობის პერიოდი მოიცავს მეტ სოციალურ ინტერაქციას და სექსუალურ აქტივობას. წინამდებარე კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა თუ რას მიიჩნევდნენ სექსუალურ ძალადობად და ვის აკისრებენ მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ახალგაზრდები საქართველოში. კვლევის მეთოდად გამოყენებული იყო თვისებრივი მეთოდები - სექსუალური ძალადობის შემთხვევების მედია ანალიზი და სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდი სპეციალისტებთან და ახალგაზრდებთან. კვლევა ჩატარდა საქართველოს ორ დიდ ქალაქში - თბილისში და ბათუმში. შემთხვევების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სექსუალური ძალადობის სხვადასხვა სიმძიმის 12 ტიპური შემთხვევა. ახალგაზრდებმა საქართველოში მომხდარი ტიპური სექსუალური ძალადობის შემთხვევების განხილვის დროს გამოყვეს სექსუალური ძალადობის სამი ძირითადი კატეგორია: მსუბუქი ფორმა - შეხების გარეშე, ნაწილობრივ ფარავს სექსუალურ შევიწროვებასაც, გარდამავალი ფორმა - მოიცავს სექსუალური შევიწროვების რთულ შემთხვევებს და სექსუალურ იძულებას, ამ ფორმის ძირითადი მახასიათებელია ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ფიზიკურ ზემოქმედებას; სექსუალური ძალადობის მძიმე ფორმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ძალის გამოყენებით მიღწეულ სექსუალურ ურთიერთობას. რესპონდენტებმა მიიჩნიეს, რომ საკმაოდ რთულია ზღვრის გავლება, როგორც ფლირტსა და სექსუალური ძალადობის მსუბუქ ფორმას შორის, ასევე სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმებს შორისაც. რესპონდენტები მომხდარ სექსუალური ძალადობის შემთხვევაზე ძირითადად მოძალადე მხარეს აკისრებდნენ პასუხისმგებლობას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლზეც ანაწილებდნენ მცირე პასუხისმგებლობას, რადგან მიაჩნდათ რომ iii მსხვერპლს ჰქონდა საშუალება შედარებით მსუბუქი ფორმის ძალადობის ეტაპზე მოეხერხებინა მოცემული სიტუაციიდან თავის დაღწევა. წინამდებარე კვლევის შედეგად აღმოცენდა ახალი კვლევითი კითხვები და ასევე, შესაძლოა შეიქმნას ახალგაზრდებთან სექსუალური ძალადობის პრევენციის პროგრამები საქართველოში.
რამაზ ნიკოლაიშვილი - საქართველოს რკინიგზის განვითარების ისტორიულ ეკონომიკური ასპექტები (2023)
კვლევა მოიცავს საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის მშენებლობის ისტორიულ ასპექტებს.კვლევაში, ასევე, განხილულია არა მხოლოდ რკინიგზის მშენებლობის ისტორია, არამედ XIX-XX საუკუნეებისა და XXI საუკუნის დასაწყისის ისტორიულ-პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება – როგორ მიმდინარეობდა რკინიგზის მშენებლობა, რა სოციალური თუ ეკონომიკური ვითარება იყო ამ150 წლის განმავლობაში საქართველოში და რა გამოწვევათა წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყნისრკინიგზა, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფანი.
1870-დან 2022 წლამდე საქართველოს რკინიგზაზე ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. სწორედსაქართველოს რკინიგზა ჩამოყალიბდა იმ მექანიზმად, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ქვეყანააკავშირებს აზიისა და ევროპის კონტინენტებს. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსულიაგრესიის შემდეგ, საქართველოს რკინიგზამ კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა.
აღნიშნულ კვლევაში სისტემურადაა თავმოყრილი ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდებასაქართველოს რკინიგზის მშენებლობას, სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას, განვითარებასა დადღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ავტორის ხედვას იმ პერსპექტივებისადმი, რაც ქვეყანასშეუძლია მოუტანოს ფართო სარკინიგზო მაგისტრალების გამართულმა მუშაობამ.
დავით ბაქრაძე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „ცივი ომიდან“ ჰიბრიდული ომის ეპოქამდე: სტრატეგიული ხედვების ბალანსირება თავდაცვასა და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელების ამოცანას შორის (2022)
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ლანდშაფტი რამდენჯერმე ფუნდამენტურად შეიცვალა - საბჭოთა აგრესიისგან დაცვის ამოცანა შეცვალა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ინტეგრირების, ბალკანეთსა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში წარმოქმნილი კრიზისების, საერთაშორისო ტერორიზმის პრობლემებმა; უკანასკნელ წლებში, კვლავ დომინანტური გახდა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, საზღვრების ძალადობრივი ცვლილებებისა და ჰიბრიდული ომის სახით.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში არსებობდა მყარი დამოუკიდებელი ცვლადი - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. როგორ შესძლო ბლოკური დაპირისპირების პირობებში შექმნილმა სამხედრო-პოლიტიკურმა ალიანსმა წარმატებულად ოპერირება ასეთ ცვალებად გარემოში?
სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში მომხდარ ცვლილებებს და დღეს არსებულ გამოწვევებს იკვლევს წარმოდგენილი ნაშრომი, რომლის კვლევითი ამოცანა შემდეგია: ა) „ცივი ომის“ დაწყებიდან დღემდე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ცვლილებებისა და ნატო-ს თანმდევი ტრანსფორმაციის შესწავლა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების გამოყენებით; ბ) ნატო-ს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება-აღსრულების პროცესის ანალიზი; გ) კვლევა, რამ შეაძლებინა ალიანსს ძირეულად ცვალებად გარემოსთან წარმატებით ადაპტირება და რა როლი ითამაშა დემოკრატიის გავრცელების ამოცანამ ამ პროცესში; დ) ჰიბრიდული ომის გამოწვევებზე ნატო-ს რეაგირების ანალიზი და საქართველოს ადგილის გააზრება ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სისტემაში.
კვლევა აჩვენებს, რომ ნატო-ს ისტორია არა იმდენად ცვლილებების ჯაჭვია, რამდენადაც მოქმედების ფუნდამენტურ პრინციპთა უცველობის და ახალ ვითარებებთან ადაპტირების დიალექტიკა. ალიანსის დაარსებიდან დღემდე, მისი მთავარი შემაკავშირებელი დუღაბი არის ლიბერალურ-დემოკრატიული პრინციპების ერთგულება. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ, მიუხედავად ნატო-ს მკაფიოდ თავდაცვითი ხასიათისა, ალიანსის არსში თავიდანვე იდო ლიბერალური დემოკრატიის დაცვის და გავრცელების სულისკვეთება. დღესაც, ალიანსის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესძლებს ის, განაგრძოს ამ 1 ამოცანის შესრულება. დემოკრატიული პოლიტიკური სისტემების დაცვა ალიანსის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელება ნატო-ს უშუალო საზღვრებს გარეთ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი პასუხი რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე. შესაბამისად, უახლოესი წლების განმავლობაში, დემოკრატიული ღირებულებების გავრცელება ნატო-სთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა გახდება.
ნაშრომი თვისებრივი და, მნიშვნელოვანწილად, ისტორიული კვლევაა. ნატო-ს ტრანსფორმაციის მაგალითები ერთგვარი ქეისებია, რომელთა ახსნა პროცესის მიდევნების მეთოდით შეიძლება. კვლევაში ხდება ნატო-ს ტრანსფორმაციის ეტაპების გამოკვეთა და ამ ტრანსფორმაციის ამოცანების, კონტექსტისა და შედეგის ჩვენება. ნაშრომში გამოყენებულია დისკურსის ანალიზის ელემენტები. დისერტაციას ასევე დავახასიათებდი, როგორც სამაგიდო კვლევას, რომლის ძირითადი არსი პირველადი და მეორადი წყაროების დამუშავება და ანალიზია.
ამასთან ერთად, კვლევითი ამოცანაა ისიც, რომ ნატო-ს არსისა და მისი განვითარების სტადიების კონცეფტუალიზაცია მოხდეს საერთაშორისო ურთიერთობების ზოგიერთი თეორიის გამოყენებით. ვიყენებ რა საკვლევი ჰიპოთეზების დასაბუთებისათვის სოციალურ კონსტრუქტივიზმს, ნეოლიბერალურ ინსტიტუციონალიზმს და ლიბერალურ ინტერგოვერნმენტალიზმს, მივიჩნევ, რომ ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის ფარგლებს განეკუთვნება.
ქეთევან ჩართოლანი - ქართული საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკა — მომავალი, რომელიც წარსულმა წარმოიდგინა (2022)
სადოქტორო ნაშრომი („ქართული საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკა — მომავალი, რომელიც წარსულმა წარმოიდგინა“) ქართულ მწერლობაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის შექმნისა და განვითარების ისტორიას აანალიზებს. კვლევამ ცხადყო, რომ ეს ჟანრი საქართველოში სოცრეალისტური მწერლობის ფარგლებში წარმოიშვა და მისი განვითარება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეოცე საუკუნეში გათამაშებულ როგორც გლობალურ მოვლენებთან, ასევე საკუთრივ საქართველოსთვის ნიშნეულ ისტორიულ კონტექსტთან. შესაბამისად, ნაშრომი ქართული ლიტერატურათმცოდნეობის შიგნით ნაკლებად გამოკვლეული, „მოთვინიერებული მწერლობის” ნიმუშებს უყურებს. მართალია, ამ ტიპის ტექსტებისთვის ნიშნეულია მხატვრული ინდივიდუალიზმისგან დაცლილი ენა და რეჟიმის კონკრეტულ დირექტივათა მორჩილება, თუმცა სწორედ ეს თვისებები აქცევს მათ ღირებულ ემპირიულ მასალად, რომლითაც უახლესი წარსულის შესწავლა უნიკალური პრიზმიდანაა შესაძლებელი.
ქართული საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკის კვლევის მეთოდოლოგიური უპირატესობები არ ამოიწურება იმით, რომ ეს ტექსტები საბჭოთა რეჟიმის მიერ კულტურისადმი წაყენებულ მოთხოვნებს და ამ მოთხოვნათა ასრულების ფორმებს ააშკარავებს. როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის სწავლებათა დარგის ცენტრალური ფიგურა, დარკო სუვინი ამტკიცებს, ზოგადად ჟანრს ფორმალური თვისებებიდან გამომდინარე სჩვევია თანადროული რეალობის კრიტიკა. ამიტომ საკუთრივ ქართული საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკა რეჟიმისადმი მორჩილება- დაუმორჩილებლობის დიქოტომიაში ერთგვარ ლიმინალურ სივრცეს იკავებს. კერძოდ, ამ ტექსტებში შესაძლებელი აღმოჩნდა ისეთი პასაჟების ამოკითხვა, რომლებიც ქართული ეროვნული იდენტობის რუსული გავლენისგან დამოუკიდებლად შექმნა-შენარჩუნებას ემსახურება. მსგავს ნარატივთა გასაანალიზებლად ნაშრომი პოსტკოლონიურ სწავლებას იყენებს და ისეთ მკვლევართა ნააზრევს ეყრდნობა, როგორებიც ედვარდ საიდი, ჰომი ბაბა და ჯესიკა ლანგერი არიან.
სადოქტორო ნაშრომი ისტორიული თუ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით იკვლევს იმ მხატვრულ მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც ქართული მწერლობა ცენტრისადმი (მოსკოვი) დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნას უმკლავდებოდა. ჟანრის უნარით, დროში ამოგზაუროს მკითხველი, ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა წერს ალტერნატიულ ისტორიას, რომლის შიგნითაც საქართველოს ნათელი (თუმცა კი კომუნისტური) მომავლის გარდაუვალობა მისი გმირული წარსულით და მრავალრიცხოვან მტერზე არაერთგზის გამარჯვების გამოცდილებით განისაზღვრება. ის ფაქტი, რომ ყველაზე შორეულ მომავალშიც კი ქართველი გმირი საკუთრივ ქართულ ეროვნულ თვისებებს ინარჩუნებს, შეიძლება იმ ერის ერთგვარ კოლექტიურ თერაპიადაც განვიხილოთ, რომელიც სამოცდაათი წლის განმავლობაში ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხის პირას იდგა.
დავით მარკოზაშვილი - იარაღის კონტროლი - განზრახვები და შედეგები (2021)
ხშირად, ადამიანები, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვიყენებთ დაუსაბუთებელ რწმენას და “ლოგიკას”, რამაც შესაძლოა სრულიად არასწორ გზაზე დაგვაყენოს. პოლიტიკოსებიც, რომლებიც რეგულაციების საშუალებით ცდილობენ მრავალი ტიპის პრობლემის გადაჭრას, შეიძლება ზუსტად იგივენაირად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და იგივენაირადვე უშვებდნენ შეცდომებს, შესაბამისად კანონები შესაძლოა საერთოდ ვერ გადიოდნენ იმ შედეგზე, რისი მიღწევაც გვსურს და ეს ყველაზე ექსტრემალურ და მნიშვნელოვან საკითხებზეც ვრცელდებოდეს, მაგალითად როგორიცაა ადამიანების სიცოცხლის დაცვის, თავდაცვის უფლება და ა.შ.
იარაღი მრავალთა მიერ მხოლოდ ბოროტ გამოგონებად და დანაშაულის ხელსაწყოდ აღიქმება და ხშირად ხდება მისი თავდაცვითი თუ სხვა დანიშნულების უგულებელყოფა, შესაბამისად მთავრობები ცდილობენ აკრძალონ თუ დაარეგულირონ მისი ფლობა, სწორედ დანაშაულის შემცირების მოტივით, რაშიც საზოგადოების ფართო მხარდაჭერითაც სარგებლობენ.
შესაბამისად, გამიჩნდა კითხვა თუ რამდენად ახდენს ზეგავლენას იარაღის ფლობა დანაშაულის სტატისტიკაზე.
პასუხის გასაცემად შევადგინე მონაცემთა ბაზა, სადაც შევიყვანე მსოფლიოს 1 195 ქვეყანა, მათი მოსახლეობის რაოდენობა, ნომინალური მშპ, მოსახლეობის სიმჭიდროვე, ალკოჰოლის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, კანონმორჩილების ინდექსი, იარაღის მფლობელობა 100 მოსახლეზე გათვლით, მკვლელობათა და თვითმკვლელობათა რიცხვი 100,000 ადამიანზე გაანგარიშებით, ნებისმიერი მეთოდით და ასევე, ცალკე, იარაღის გამოყენებით. ამ ქვეყნებში შევადარე მკვლელობათა სტატისტიკა და იარაღის მფლობელობა და მათ შორის კავშირის დადგენას შევეცადე.
ეს საკითხი ასევე დეტალურად განვიხილე რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე: აშშ, 2 სადაცსამოქალაქო ფლობაში არსებული და რეგისტრირებულია მსოფლიოში 3 არსებული იარაღისთითქმის ნახევარი და მის საპირისპირო მაგალითად იაპონია, სადაც თითქმის არავის აქვს იარაღი;შვეიცარია, რომელიც იარაღის ფლობის რაოდენობით მოწინავეთა რიგებშია და შევადარე მისმეზობელ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი და იტალია, სადაც გაცილებით ნაკლებიხალხი ფლობს იარაღს, წარმოვადგინე, თუ რა შედეგები მიიღწევა აღნიშნული რეგულაციებით და ესყველაფერი შევაჯამე საქართველოს მაგალითზე.
ამ მრავალი ციფრის თუ მონაცემის ანალიზის შემდეგ დავინახე, რომ იარაღის რეგულაციებითითქმის არ ახდენენ ზეგავლენას დანაშაულის დონეზე. შედეგად გამიჩნდა სრულიად ლოგიკურიკითხვა, რომ თუ ეს მართლაც ასეა (იარაღის რეგულაციები ხელს არ უწყობენ დანაშაულისშემცირებას), მაშინ რატომ ითხოვს საზოგადოება პერმანენტულად იარაღის კონტროლის 4 გამკაცრებას? იქნებ მათ არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია ამ თემაზე და მათიდამოკიდებულებაც სწორედ აქედან გამომდინარეობს?
იარაღისადმი საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილების გასარკვევად ჩავატარე ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეებს დავუსვი კითხვა, თუ რამდენად უჭერდნენ მხარს იარაღის რეგულაციებს. ისინიშემდეგ გავყავი ორ ნაწილად და ერთ მათგანს გავაცანი ფაქტები იარაღის ფლობის დადებითი, ხოლო მეორეს უარყოფითი მხარეების შესახებ, ხოლო შემდეგ ისევ შევაფასებინე იარაღისკონტროლისადმი დამოკიდებულება.
მიხეილ მაჭავარიანი - ლეგიტიმაციის პრობლემა პოსტსაბჭოთა საქართველოში 1990-2012 წლებში (2020)
კვლევა მოიცავს საქართველოს უახლესი ისტორიის დრამატულ და ამავე დროს სისტემურცვლილებებს. კერძოდ, სადისერტაციო ნაშრომში განხილულია საბჭოთა ხელისუფლებისნანგრევებზე ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირების რიგი თავისებურებანი, რომლებშიც ირეკლება როგორც პოსტსაბჭოური ზოგადი ტენდენციები, ასევე ინდივიდუალურადქართული სპეციფიკა. ახალი ქართული სახელმწიფოს შუქ-ჩრდილების საჩვენებლად ნაშრომი,საკვანძო თემად ირჩევს ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემას.
დაწყებული 1990 წლიდან, ვიდრე 2012 წლამდე, ქართულ პოლიტიკურ დინამიკაში პოლიტიკურიკლასის წარმომადგენელთა ზოგჯერ დრამატულ დაპირისპირებებში ერთ-ერთი მთავარი საკითხისწორედ ამა თუ იმ მთავრობის ლეგიტიმურობის ნაკლებობა ან ასეთად აღქმა იყო. როგორცცნობილი, ისე აქამდე უცნობი დოკუმენტებისა თუ ნარატივების გამოყენებით, ნაშრომში ახსნილიალეგიტიმურობის პრობლემათა გამწვავების ხუთი ეტაპი. თითოეულ ეტაპზე გამოყოფილიალეგიტიმიზმის როგორც იურიდიული, პროცედურული ასპექტები, ისე მისი განმტკიცებისა თუდაკარგვის პრაქტიკულ-პოლიტიკური მხარე: დისერტაციაში გამოყენებული თეორიული ნაშრომებისთანახმად, ზოგჯერ ლეგიტიმიზმის იურიდიული ნაკლოვანებანი ეფექტიანი პოლიტიკით შეიძლებაიყოს კომპენსირებული, მაგრამ, არცთუ იშვიათად, პირიქითაც ხდება. ქართული მაგალითი ამნათქვამის საინტერესო დადასტურებაა.
გურანდა ბურსულაია - მეხსიერება, რომლითაც ვცხოვრობთ: ქართული და აფხაზური ნარატივების კომპლექსურობის კვლევა (2020)
ეს დისერტაცია მიმოიხილავს ქართულ და აფხაზურ კოლექტიურ მეხსიერებას 1992-1993 წლებისაფხაზეთის ომის შესახებ. მას აქვს ორი მთავარი ფოკუსი: (1) როგორ და რისთვის ხდებამეხსიერების ინსტრუმენტალიზაცია და პოლიტიზირება და (2) წარსულის შესახებ წარმოდგენებს რაზეგავლენა აქვთ მიმდინარე და მომავლის სოციო-პოლიტიკურ ხედვებსა და პროექტებზე.
ეს კვლევა მიზნად ისახავს გაშალოს და გაშიფროს ის მეტაფორები (Lakoff & Johnsen, 2003), რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ კოლექტიურ მეხსიერებაში კოდურისიტყვებივით მეორდება. მრავალმხრივი ანალიზისთვის, სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოებისპარალელურად, თითოეულ ნარატივზე საუბრისას, კოლექტიური მეხსიერების შექმნისმრავალფეროვან მედიუმებს ვეყრდნობი. ესენია, იურიდიული დოკუმენტები, მედია განცხადებები, მხატვრული ლიტერატურა, ფილმები, ფოლკლორი და სხვა. უფრო კონკრეტულად, ამ მედიუმებისგენეალოგიით ვინტერესდები და შესაბამის თეორიასთან კონტექსტში მათ კონცეპტუალიზაციასვახდენ.
დისერტაცია ოთხი თავისგან შედგება: „ქართული სიჩუმე: ხელოვნურად განცალკევებული ერთობა“ (თავი I), „აფხაზური ნაციონალიზმი: კაენისა და აბელის დიქოტომია“ (თავი II), „ნარატივებისასიმეტრია: აფხაზეთი, როგორც ტკივილი“ (თავი III), „როლების კარუსელი: ბრძოლა ჰეგემონიისწინააღმდეგ“ (თავი IV). მისი ნაწილები თემატური და კონფლიქტის მხარეების მრავალხმიანობისთვალსაზრისით დაბალანსებულია. ამ ნაშრომში არ მივყვები მოვლენების ქრონოლოგიას, არამედცალკეული ფუნდამენტური და რელევანტური საკითხების გარშემო ვავითარებ მსჯელობას. ესენია:სიჩუმე, ნაციონალიზმი, ვიქტიმიზაცია და როლები კონფლიქტში.
პირველ თავში, „ქართული სიჩუმე: ხელოვნურად განცალკევებული ერთობა“, ქართულ-აფხაზურიომის შესახებ ქართულ პოლიტიკურ დისკურსში კოლექტიური მეხსიერების ტრანსფორმაციასგანვიხილავ. უფრო კონკრეტულად, თუ ვინ არის ამ ნარატივების ავტორი და რა ფორმით ხდება მისიასახვა სასწავლო კურიკულუმში. მეორე თავში, „აფხაზური ნაციონალიზმი: კაენისა და აბელისდიქოტომია“, აფხაზური ნაციონალიზმის ისტორიულ საფუძვლებს, მისი წარმოშობის მიზეზებსა დაგანვითარების გზას მიმოვიხილავ. მესამე თავში, „ნარატივების ასიმეტრია: აფხაზეთი, როგორცტკივილი“, ქართული და აფხაზური ასიმეტრიული ვიქტიმიზაციის ნარატივებზე ვსაუბრობ. მეოთხეთავში, „როლების კარუსელი: ბრძოლა ჰეგემონიის წინააღმდეგ“, ქართული, აფხაზური და რუსულინაციონალიზმის ნარატივებში აფხაზეთის ომში თვითგამოცხადებულ თუ მიკუთვნებულ ფუნქციას/ადგილს ვაანალიზებ.
ეს დისერტაცია აფხაზეთის ომის შესახებ ქართულ და აფხაზურ კოლექტიურ მეხსიერებებში დროისადა სივრცის ურთიერთმიმართებს აანალიზებს. მეხსიერება, რომელიც წარსულიდან მოდის, აწმყოშიყალიბდება და მომავლის პროექციას ახდენს. ამ ნაშრომში მიმოვიხილავ: ნარატივების რაობას, ეტიმოლოგიას, მიზეზებს, ავტორებს, მათ ინსტრუმენტალიზაციას, მათ შექმნაზე შიდა თუ გარეგარემოებების გავლენასა და მოკლე თუ გრძელვადიან მიზნებს. სხვა სიტყვებით, ამ მეხსიერებებისმრავალშრიანი სუბიექტებისა და ობიექტების დროსა (თითქმის 30 წელი) და სივრცეში (პოლიტიკურგეოგრაფიასა და წარმოსახვაში) კონტექსტუალიზაცია არის ამ ნაშრომის მიზანი.
ირაკლი ლაითაძე - აღმოსავლურქრისტიანული სწავლება სოციალური და ეკონომიკური საკითხების შესახებ (2018)
საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკის თანახმად, არცერთი სახელმწიფო, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მართლმადიდებელი ქრისტიანები შეადგენენ, ერთიანი ეროვნული პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით (მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით), არ შედის პირველი ორმოცი ქვეყნის ჩამონათვალში. რამდენად თავსებადია აღმოსავლურქრისტიანული სწავლება სოციალურ და ეკონომიკურ საკითხების შესახებ და საბაზრო ეკონომიკის პრინციპები? ჩვენ გამოვიკვლიეთ მართლმადიდებლური მოძღვრება სოციალური და ეკონომიკური საკითხების შესახებ და შევისწავლეთ საბაზრო ეკონომიკის პრინციპების მასთან შესაბამისობის საკითხი.
ხსენებული საკითხი არ არის საკმარისად შესწავლილი. ამ საკითხის შესახებ არსებული შეხედულებები წინააღმდეგობრივია: ზოგი მიიჩნევს, რომ აღმოსავლურქრისტიანული სწავლება სრულიად შეუთავსებელია საბაზრო ეკონომიკასთან, სხვების აზრით, ისინი სრულიად თავსებადია. ვფიქრობთ, რომ მსგავსი მიდგომა აღარიბებს კვლევით საკითხს და ხელოვნურად ამარტივებს შესასწავლი თემის კომპლექსურობას. რამდენიმე წლის წინ, მართლმადიდებლური სწავლების მიერ სოციალური და ეკონომიკური საკითხების ტრადიციული უგულებელყოფის ფონზე, არსებული მდგომარეობა შეიცვალა: 2000 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოფიციალურად მიიღო “რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები” . ისტორიაში პირველად, აღმოსავლურქრისტიანულმა სწავლებამ ოფიციალურად განიხილა და იმსჯელა შრომის, კერძო საკუთრებისა და ეკონომიკური გლობალიზაციის თემებზე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე რჩება ერთადერთ მართლმადიდებელ ეკლესიად, რომელსაც შემუშავებული და მიღებული აქვს სისტემური (ან კვაზისისტემური) დოქტრინა სოციალური და ეკონომიკური საკითხების შესახებ.
სადისერტაციო ნაშრომში კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულია უშუალოდ შესწავლის ობიექტი წყაროების (ეკლესიის მოძღვრების დოკუმენტები სოციალური და ეკონომიკური საკითხების შესახებ) და მეორადი ლიტერატურის ანალიზი, განსაკუთრებით კი ვისარგებლეთ კონტენტანალიზისა და შედარებითი ანალიზის მეთოდებით. ჩვენ გამოვიკვლიეთ მხოლოდ გამოქვეყნებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები.
ჩვენ არ გაგვიანალიზებია სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების სწავლება ზემოხსენებულ საკითხებზე, რადგან მათ არ გააჩნიათ ერთიანი დოქტრინა და განსხვავებული წარმოშობის ფრაგმენტების რეკონსტრუირება არ ყოფილა ჩვენი დისერტაციის კვლევის მიზანი.
ჩატარებული კვლევის შედეგად, ჩვენ დავამტკიცეთ თავდაპირველი მოსაზრება, რომ პირველად ისტორიაში მართლმადიდებლურმა სწავლებამ, მართალია მრავალი დათქმით, მაგრამ პრინციპში მოახდინა თავის ოფიციალურ დოკუმენტში საბაზრო ეკონომიკის კონკრეტული, თუმცა შეზღუდული რაოდენობის ფუძემდებლური წინაპირობების ინკორპორაცია. ზემოხსებული მტკიცებულების მიღწევის მიზნით, ჩვენ შევისწავლეთ რელიგიასა და ეკონომიკას შორის კავშირის კვლევის ფუძემდებლების, მ. ვებერისა და ვ. ზომბარტის ნაშრომები, შევისწავლეთ ისტორიული და მიმდინარე პროცესები კათოლიკურ სოციალურ სწავლებაში და იგი შევადარეთ მართლმადიდებლურ სოციალურ სწავლებას, გამოვიკვლიეთ რუსი თეოლოგის სერგი ბულგაკოვის შრომები და გავაანალიზეთ როგორც “რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები” , ასევე ხსენებულ თემაზე მომუშავე ავტორების სხვადასხვა ტექსტი.
ალექსანდრე ჭოხონელიძე - სი ძინფინგის „ჩინური ოცნების“ პოლიტიკა (2018)
„ჩინურმა ოცნებამ“ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა სი ძინპინის მიერ ინიციირებული „ერთისარტყელი, ერთი გზა“ -ს (OBOR) პროექტის შემდეგ. ეს არის გლობალური პროექტი და ისწარმოადგენს ძველი „აბრეშუმის გზის“ რეალიზაციის მცდელობას. ახალი აბრეშუმის გზისეკონომიკური სარტყლის განვითარების სტრატეგიამ შესაძლოა სრულად შეცვალოს ძალთა ბალანსიდა გეოპოლიტიკა ცენტრალური აზიის, ირანის, პაკისტანის, თურქეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისდა კავკასიის რეგიონებში, მათ შორის საქართველოშიც. ახალი აბრეშუმის გზის პროექტი და "ჩინურიოცნება" იქცა ორ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკისშესასწავლად. „ჩინური ოცნება“ ჩინეთის მთავრობის ელიტისთვის ერთგვარ სამოქმედო პროგრამადიქცა და ასევე არის „ერთი სარტყელი ერთი გზის“ იდეოლოგიური საფუძველი. იმ ქვეყნებისუმეტესობა, რომელთაც აბრეშუმის გზის ეკონომიკური პროექტი შეეხება, ამ ინიციატივას იმედითუყურებს. მაგრამ მათ საქართველოს ჩათვლით სი ძინპინის „ჩინურ ოცნება“ -ზე ბუნდოვანიწარმოდგენა აქვთ. სი ძინპინი "ჩინური ოცნების" იდეოლოგიას უკიდურესად ფართო კონტექსტშიიყენებს. თუმცა, ამ კვლევის ფარგლებში, ჩინური ოცნების ნარატივი განხილულია მხოლოდ ჩინეთისსაგარეო-სამეზობლო პოლიტიკისა და ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში.
კვლევის მიზანია, სი ძინპინის „ჩინური ოცნების“ როლის დადგენა ჩინეთის პოლიტიკაში და რაკავშირშია ის „ეროვნული განახლების“ და სხვა კონცეფციებთან. ძირითად წყაროებად აღებული იყოსი ძინპინის და სხვა ჩინელი ოფიციალური პირების გამოსვლები 2012-დან 2018 წლამდე. სწორედ ამპერიოდში სი ძინპინმა გამოაცხადა „ჩინური ოცნება“ და მასთან დაკავშირებული „ეროვნულიგანახლების“ , „ერთი გზა ერთი სარტყლის“ და სხვა კონცეფციები, რომლებიც „ჩინურ ოცნებას“დაექვემდებარნენ როგორც ძირითად ყოვლისმომცველ თემატურ ნარატივს. კვლევის ჰიპოთეზისშესამოწმებლად გამოყენებული იყო ნარატივის და შედარებითი ანალიზი. განსაკუთრებულიყურადღება მიექცა სი ძინპინის „ჩინეთის მართველობას“ როგორც პირველად წყაროს.
გიორგი ნარიმანიშვილი - საქართველოს ურთიერთობა ფატიმიანთა სახალიფოსთან XI საუკუნეში (2017)
საქართველოსა და ფატიმიანთა სახალიფოს ურთიერთობამ დიდი ხანია მიიქცია მკვლევართაყურადღება და არაერთხელ გახდა სამეცნიერო კვლევის საგანი. XI საუკუნის საქართველოს საგარეოპოლიტიკის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის ექცეოდა საქართველოსმეფეებისა და ფატიმიანი ხალიფების დიპლომატიურ ურთიერთობის საკითხებს.
X საუკუნის მიწურულსა და XI საუკუნის დასაწყისში დასრულდა საქართველოს ერთიანისახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი და დაიწყო საერთაშორისო არენაზე დამკვიდრებისმნიშვნელოვანი ეტაპი. ამ პროცესში ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი იყო სწორი პოლიტიკისშემუშავება და აქტიური დიპლომატიის წარმოება.
საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე ადრეულ შუა საუკუნეებში საქართველოსერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხი მეტად აქტუალურია. დღეს განსაკუთრებით დიდიასაერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნების გზაზე, სადაც დიპლომატიის გამორჩეული როლი განსაკუთრებით თვალსაჩინოა. სწორედ ამიტომ, თემისაქტუალობას განსაზღვრავს ისიც, რომ წინამდებარე ნაშრომში რელიეფურად არის წარმოჩენილიქართული დიპლომატიის როლი ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.
ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო საქართველოს სამეფოსა და ფატიმიანთასახალიფოს ურთიერთობა. ამდენად, დისერტაციაში დაწვრილებით არის განხილული საქართველოსმეფეებსა და ფატიმიან ხალიფებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები, პოლიტიკურიკავშირების აუცილებლობის წინაპირობები, მიზეზები და მიზნები.
საქართველოსა და ისლამური სამყაროს ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია ისმაილიტ ფატიმიანებთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომეს საკითხი არაერთხელ იქნა განხილული, დღეისათვის არ არსებობს ნაშრომი, რომელშიცკომპლექსურად იქნებოდა შესწავლილი ქართული დიპლომატიის ისტორიის ეს მნიშვნელოვანისაკითხი.
ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა მეთერთმეტე საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეპოლიტიკურ პროცესებს და ძირითადი მონაწილეების (საქართველოს სამეფო, ფატიმიანთასახალიფო, ბიზანტიის იმპერია) ისტორიას, დიპლომატიურ ურთიერთობებს, მიზნებსა დაინტერესებს.
დისერტაციაში საქართველოს და ფატიმიანთა სახალიფოს ისტორია ფართოდ არის გაშუქებული, წარმოჩენილია ამ ქვეყნების ჩამოყალიბების და განვითარების 4 დინამიკა, რაც მათ შორისმიმდინარე დიპლომატიური ურთიერთობების წინაპირობების და ხასიათის საფუძვლიანი განხილვისსაშუალებას იძლევა. ამასთან, ნაშრომში ახლებურად არის გაანალიზებული წერილობითიწყაროები, განხილულია საქართველოს სამეფოს წარმოქმნის წინაპირობები და ჩამოყალიბებისპროცესი. განსაკუთრებით ხაზგასმულია ქართული დიპლომატიის როლი ახალი, ერთიანისახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. XI საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსსაერთაშორისო პოლიტიკა განხილულია საქართველო-ბიზანტიისა და ბიზანტია-ფატიმიანთაეგვიპტის ურთიერთობების ფონზე.
ნაშრომის ძირითადი მიზანია ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ისტორიისგადმოცემა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, ქართველპოლიტიკურ მოღვაწეთა როლის და ქართული დიპლომატიის მნიშვნელობის წარმოჩენასაქართველოს სამეფოს ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე; საქართველოსხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფატიმიანების პირდაპირი თუ ირიბი კავშირების ყველაასპექტის შესწავლა და იმ მიზეზების ანალიზი, რომლებმაც ასეთი თანამშრომლობის შესაძლებობაწარმოშვა. ასევე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს სამეფოს როლისგამოკვეთა, როგორც დომინანტი მონაწილისა კავკასიის პოლიტიკაში (ურთიერთობა ჩრდილოკავკასიასთან, სომხურ სამეფო-სამთავროებთან და განჯის საამიროსთან, დაპირისპირებაბიზანტიასთან) და საერთაშორისო პოლიტიკის აქტიური მონაწილისა (დიპლომატიურიმოლაპარაკებები, სამხედრო ალიანსები შეკვრა, კულტურული აქტივობა).